პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი:
სულ მთლად უგენიალურესი, უეროვნულესი და უჭკვიანესი იდეა რომ იყოს სტუ-ს მიერთება თსუ-თან (სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა, მაგრამ დავუშვათ), მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღება ასე დირექტიულად, უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის უკითხავად, არის ისეთი დონის პოლიტიკური, სამართლებრივი თუ ეთიკურ-მორალური თავხედობა, რომ ნორმალურს მიმსგავსებულ ქვეყანაშიც კი ამას აუცილებლად გადაყვებოდა მინიმუმ განათლების მინისტრი და მაღალი ალბათობით პრემიერიც.
რას ჰქვია “გადაწყვეტილება მივიღეთ?” ასი წლის ტრადიციის მქონე უმაღლეს სასწავლებელს რომ აუქმებ ხელის ერთი აქნევით, პაპაშენის მემკვიდრეობაა? სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი არ ნიშნავს, რომ ის ხელისუფლების საკუთრებაა და მთავრობას უნდა გააუქმებს მას, უნდა გააჩუქებს და უნდა სასტუმროდ გადააკეთებს. თუმცა, ეს ყველაფერი, როგორც ზემოთ ვთქვი, ნორმალურ სახელმწიფოშია ასე, ან თუნდაც ნორმალურის მსგავსში მაინც. ხოლო იქ, სადაც მთავრობას შეუძლია რეფორმა დაარქვას ისეთ უნიკალურ იდიოტობას, რასაც “ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი” ჰქვია და სერიოზულად აპირებდეს ამის განხორციელებას, ყველაფერი შესაძლებელია.
და ბარემ რაღა ფაკულტეტი? “ერთი ქალაქი – ერთი უნივერსიტეტი” არ ჯობია? თან რამდენი შენობა გამოთავისუფლდება გასაყიდად? ასე, რომ #ბოლომდე!




