“გორბის კვლევები რომ ტარდება პოლიტიკურ თემებზე., დაახლოებით ასე ფორმულირებული კითხვებია:
1. იმ შემთხვევაში თუ ამერიკა ომში გითრევს, ხოლო რუსეთი ტერიტორიებს გიბრუნებს, რომელი ქვეყანასთან უნდა ვიმეგობროთ?
2. რომელია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩინეთი რომელიც გზას გვიშენებს, თუ ამერიკა, რომელიც აფინანსებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას?
3. თუ არსებობს იმის რეალური საფრთხე, რომ არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიცია გაათავისუფლებს და ხელისუფლებაში მოიყვანს სააკაშვილს, რომელიც ნახევარ საქართველოს ჩაყრის ციხეში, მეორე ნახევარს კი გლობალური ომის პარტიის დავალებით წაასხამს რუსეთის წინააღმდეგ ომში, ვის უნდა დავუჭიროთ არჩევნებში მხარი, ხელისუფლებას თუ ოპოზიციას?
4. რა გირჩევნიათ, მიშას ზონდერებმა გცემონ და გაგაუპატიურონ თუ ბიძინამ იყიდოს იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი და მუზეუმს აჩუქოს?
რაოდენ ზუსტი და მეცნიერულია ასეთი “კვლევა”, ეგ თავისთავად გასაგებია, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ამ ტიპის გამოკითხვების პასუხებშიც დაახლოებით 10-15 პროცენტი მაინც ფიგურირებს, რომელიც პროამერიკულ და ანტისახელისუფლო პოზიციაზეა,” – წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი.