დავით ზურაბიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ სადიგოვის გაძევება სწორედ აზერბაიჯანის ხელისუფლების მოთხოვნა იყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მორჩილად შეასრულა, ისევე როგორც თავის დროზე აფგან მუხთარლის გადაცემა

პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი:
აზერბაიჯანელი დისიდენტის და სამოქალაქო აქტივისტის, აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში დეპორტაცია არის პირველი პრეცედენტი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი იგნორირება მოახდინა.
ცხადია, სადიგოვის გაძევება აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოხდა. ამაზე ირიბად მიუთითებს ის სრულიად აბსურდული ბრალდებაც, რაც სადიგოვს წაუყენეს საქართველოში (პოლიციელის შეურაცხყოფა ფეიბუქში), ასევე მის დასაკავებლად შეიარაღებული სპეცრაზმის მივარდნა დევნილი დისიდენტის სახლში, თითქოს ტერორისტების ბანდის წინააღმდეგ ტარდებოდა სპეცოპერაცია, და, რაც მთავარია, აზერბაიჯანის და საქართველოს ხელისუფლებათა გადაწყვეტილებათა თანმიმდევრობა – აზერბაიჯანში სადიგოვის წინააღმდეგ საქმე შეწყვიტას (რაც გაძევების ფორმალური საფუძველი გახდა, თითქოს ამით სტრაბურგის განჩინება არ ირღვევა) და საქართველოდან მის გაძევებას შორის სულ სამი დღეა გასული, თან დეპორტაციის გადაწყვეტილება შაბათს იქნა გამოტანილი, როცა სტრასბურგის სასამართლოში დასვენების დღეა და მყისიერი რეაგირება ვერ მოესწრებოდა.
უფრო მეტიც, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სადიგოვის გაძევება სწორედ აზერბაიჯანის ხელისუფლების მოთხოვნა იყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მორჩილად შეასრულა, ისევე როგორც თავის დროზე აფგან მუხთარლის გადაცემა.
ისმის კითხვა: ხომ შეეძლო საქართველოს ხელისუფლებას უარი ეთქვა აზერბაიჯანისთვის სადიგოვის გადაცემაზე, თუნდაც სტრასბურგის სასამართლოს მომიზეზებით? საქმეც ისაა, რომ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება ატარებს, ასეთ მოთხოვნაზე უარისთქმა დღეს გაცილებით რთულია ვიდრე ათი წლის წინ, ან თუნდაც წინა ხელისუფლებების დროს.
რატომ? ძალიან უბრალოდ: თუკი ადრე მსგავს მოთხოვნაზე შეეძლოთ ეთქვათ, თქვენი დიდი ხათრი კი გვაქვს, მაგრამ არ გვინდა ევროკავშირთან ურთიერთობის გაფუჭებაო (რასაც ალიევი გაიგებდა), ახლა, როცა მთელი ქართული ოცნება დღეს არ აგდებს ევროკავშირს რომ არ აგინოს, გამოვიდოდა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას რომ დაჭირდა რაღაც, მაინცდამაინც მაშინ გაახსენდათ ევროკავშირთან მეგობრობა. ეს კი ჩაითვლებოდა აშკარად გამოხატულ უპატივცემულობად, აქედან გამომდინარე შედეგებით.
მთავარი, ჩემის აზრით, აქ არის არა იმდენად ივანიშვილის ხელისუფლების მორალური სახე (რაც თავისთავად მნიშვნელოვანია და პრობლემური), არამედ ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავად ჩაიყენა თავი იმ მდგომარეობაში, როდესაც ის მხოლოდ ბრიუსელთან და გერმანიის ელჩთანაა ვაჟკაცი და ძალგულოვანი, რადგან იცის, ევროპიდან მათ ბომბს არავინ ესვრის და არც ბიძინას მოსატაცებლად გამოგზავნიან სპეცრაზმს, ხოლო ყველა ავტორიტარულ რეჟიმთან ელემენტარული ჩმორი და ბეჩავია, იქნება ეს აზერბაიჯანი, ირანი თუ .
და ვისაც ასეთი საქართველო ალალად მოგწონთ და მიგაჩნიათ, რომ ესაა ჭეშმარიტად ორ ფეხზე დგომა და სუვერენიტეტის დაცვა, მთლად ვერ დაგწყევლით და თქვენი ოჯახები იყვნენ ეგეთი დამოუკიდებლები და ღირსეულები თქო, ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის მინდა იცოდეთ, რომ ელემენტარულ დებილებად და გონაბაჩლუნგებად გთვლით; ხოლო ვისაც ბარემ კი არ მოგწონთ, მაგრამ მაინც ემსახურებით და ამ მსახურებით ცდილობთ ცხოვრების მოწყობას, თქვენ რად გთვლით და რად მიმაჩნიხართ აქ ვერ დავწერ, შინაგანი ცენზორი არ მიშვებს, მაგრამ მგონი ხვდებით. კი, ეგა ხართ ზუსტად!

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

სალომე ზურაბიშვილი: ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევით და აფგან სადიგოვის გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმი უარყოფს საერთაშორისო სამართალს და ადამიანის უფლებებს