დავით ზურაბიშვილი: გლობალური ომის პარტიაო, რომ ამბობდნენ, თურმე საკუთარ თავზე გველაპარაკებოდნენ

“კი აბა რა! ოპოზიცია ციხეშია ან ემიგრაციაში, მარტო ერთი პარტიაა მთელ ქვეყანაში და დანარჩენი აკრძალულია, მიტინგებს თუ ვინმე გაბედავს გადაუვლიან ტანკებით, კორუფცია და მექრთამეობა აყვავებულია და კაი მაყუთსაც ჭრიან…
არაა მისაბაძი?
P. S. ისე, მგონი ოცნებაში ტრამპზე საბოლოოდ ჩაიქნიეს ხელი, ამერიკას ღია ომს უცხადებენ და ჩვენც მაგ ომში გვითრევენ. გლობალური ომის პარტიაო, რომ ამბობდნენ, თურმე საკუთარ თავზე გველაპარაკებოდნენ. 🙂” – წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის, თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმზე, სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით.