დავით ზურაბიშვილი: ამ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, აუცილებელია კვლავ აღდგეს პრეზიდენტის არჩევის წესი

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:

ამ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, თუ გვინდა რომ ხელისუფლების დანაწილების პრინციპი რეალურად მოქმედებდეს და კიდევ ვინმე ზებრა, პინგვინი ან აკვარიუმში გამოკეტილი ზვიგენი არ დაგვისვან პრეზიდენტად, ვფიქრობ, აუცილებელია პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდეს, რომ კვლავ აღდგეს ის წესი, რომლის მიხედვით პრეზიდენტის არჩევა ხდება ხალხის მიერ და არა პოლიტიკურ სუბიექტთა შორის შეთანხმებით. ასევე აუცილებელი მგონია, პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდაც, მინიმუმ იმ დონემდე, როგორც იყო 2019 წლამდე. გერმანიის, იტალიის და მსგავსი ტიპის სახელმწიფოებთან ანალოგია აქ არ გამოდგება, რადგან ჩვენთან არავინ იცის როდის მივა ქვეყნის პოლიტიკური კულტურა და ტრადიცია იქამდე, რომ რომელიმე პოპულარულ და ქარიზმატიულ პრემიერს კვლავ ზებრსაშენი მეურნეობა არ მოუნდეს საპრეზიდენტო ინსტიტუტის ნაცვლად. მეტიც, საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ აუცილებლად მოუნდება თუ ხალხს არ დაუბრუნდა პრეზიდენტის არჩევის უფლება.