დავით ზურაბიშვილი: ამის მერე გამობრძანდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი პაპუაშვილი და …

“სტრასბურგის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა რუსეთში მოქმედ “აგენტების კანონის” შესახებ.
ამის მერე გამობრძანდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი პაპუაშვილი და, არც მეტი არც ნაკლები, განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ ქართული კანონის „რუსულ კანონად“ დაბრენდვა ხუხულასავით ჩამოშალა. კიდევ გავიმეორებ:  გაამტყუნა სასამართლომ, შეუსაბამოდ ცნო იქაური კანონი უცხოელ აგენტებზე ადამიანის უფლებებთან. პაპუაშვილი კი ამტკიცებს, რომ ამით სასამართლომ გააცამტვერა ქართული ოპოზიციის ბრალდებები და არგუმენტად მოჰყავს ის, რომ რა პუნქტებიც სტრასბურგმა დარღვევად მიიჩნია, ჩვენს კანონში არცერთი არ წერიაო. ჯერ ერთი მარტო იმ პუნქტების გამო არ გაუმტყუნებიათ რუსეთი რაც პაპუაშვილმა მოგვახსენა, მაგრამ ასეც რომ იყოს, ეს ხომ არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ქართულ კანონში რაც წერია, ის ყველაფერი დემოკრატიის სტანდარტების შესაბამისია? მთავარი, რაც სტრასბურგმა თქვა, არის ის, რომ რუსეთში მოქმედი კანონის მიზანი არის არა გამჭვირვალობა, არამედ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა და კონტროლი. ზუსტად ასეა ჩვენთანაც და იმიტომაც გახლავთ ეს კანონი ჭეშმარიტად რუსული სულისკვეთების. კი მიგვაჩვია ამ ხელისუფლებამ სრულიად თავხედურ ტყუილებს და სიგიჟეებს, მაგრამ თავხედობაცაა და თავხედობაც.
და ქოცი საჯარო მოხელეები რომ ყიჟინით ავრცელებენ პაპუაშვილის ნათქვამ სისულელეს და დაგერხათ უსამშობლოებოო გაჰყვირიან, ეს კიდევ ცალკე კომედიაა,” – წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – 2012 წლამდე საქართველოს არ ჰქონდა რეალური ევროპული პერსპექტივა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კი საქართველოს მოუპოვა უვიზო მიმოსვლა, შეთანხმება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი!

ბიძინა ივანიშვილი – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, საქართველოს წინსვლასა და განვითარებაზე განსაკუთრებით კარგად მეტყველებს ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგები და კვლევები

ბიძინა ივანიშვილი – ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მშვიდობას დღეს, არამედ შვილების ნათელ მომავალს, რათა ვერავინ შეძლოს, რომ საქართველო საბრძოლო პოლიგონად და საკუთარი პოლიტიკური ვნებებისა და ინტერესების ასპარეზად აქციოს

ბიძინა ივანიშვილი – 2012 წელთან შედარებით, 4-ჯერ გაიზარდა განათლების სფეროს დაფინანსება, გაუმჯობესდა სასწავლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა, აშენდა ახალი სკოლები, ბაღები და გაიზარდა ჩვენი ძვირფასი პედაგოგების ანაზღაურება