დავით ზალკალიანი: ენტონი ბლინკენს კიდევ ერთხელ დავუდასტურე, რომ საქართველო აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების ერთგულია

დავით ზალკალიანი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ -ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს პირადად მიულოცა. ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს მქონდა შესაძლებლობა, სახელმწიფო მდივნისთვის, სთვის დამოუკიდებლობის დღე პირადად მიმელოცა სახელმწიფო დეპარტამენტის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. მდივანს მივულოცე და კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ საქართველო აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების ერთგულია“, – წერს ზალკალიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

საქმე გვაქვს, ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციასთან, დღეს ცესკო ადამიანებს პროფესიული ნიშნით ირჩევს, ნეიტრალიტეტი კი თითოეულ მათგანს მოეთხოვება, მათ შორის, კომისიაში ოპოზიციის კვოტით მყოფ ადამიანებს