დავით დოიაშვილი ოზურგეთში: “მშვიდობა ვისწავლეთ თქვენით“ (ვიდეო)

ოზურგეთში „ახალი თეატრის“ მანიფესტი ჩატარდა_ ს, ზუგდიდის, ქუთაისის შემდეგ „ახალი თეატრის“ დასი გურიას ესტუმრა.

„ახალი თეატრის“ მანიფესტი ქალაქ ოზურგეთში, ე. წ. ჭადრების ბაღში გაიმართა. სცენაზე მსახიობებთან ერთად რეგიონის წარმატებული და ნაცნობი სახეებიც გამოვიდნენ სიტყვით.

ღონისძიების დროს ნაჩვენები იყო სპექტაკლ „მე გადავცურავ ზღვას“ ცნობილი მომენტები და ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები.

მანიფესტს ოზურგეთის თეატრის ხუთი მსახიობი შეუერთდა _ მათ ემოციური გამოსვლა ჰქონდათ.

ღონისძიების დასასრულს „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა დამსწრე-საზოგადოებას მადლობა გადაუხადა:

„უღრმესი მადლობა. მშვიდობა ვისწავლეთ თქვენით და ასე მშვიდობიანად, ერთად დგომით ერთად გადავცურავთ ზღვას. აუცილებლად, გავიმარჯვებთ“,

თქვა დავით დოიაშვილმა.

მისივე თქმით, ოზურგეთში გამართული ღონისძიებით „ახალმა თეატრმა“ დაასრულა მანიფესტი დასავლეთ საქართველოში და შემდეგი კვირიდან აღმოსავლეთ საქართველოს ჩამოივლიან.

ოზურგეთში ჩატარებული მანიფესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა