დავით და გიორგი ერისთავების სასახლეში სარემონტო სამუშაოები დაიწყება

დავით და გიორგი ერისთავების სასახლეში სარემონტო სამუშაოები დაიწყება. სასახლე-მუზეუმების გაერთიანების მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ხელოვნების სასახლის ხელოვნებათმცოდნეებთან, მშენებლებთან, კონსტრუქტორებთან და დიზაინერებთან ერთად ოძისში განთავსებულ დავით და გიორგი ერისთავების სასახლეს ესტუმრნენ.საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს დაგეგმილია აღნიშნულ სასახლეში სარემონტო და საექსპოზიციო სამუშაოების დაწყება, ასევე ხელოვნების სასახლის რესტავრატორების მონაწილეობით მოხდება გიორგი და დავით ერისთავების კუთვნილი მემორიალური ნივთების რესტავრაცია.შეგახსენებთ, რომ ერისთავების სასახლე XVI-XIX საუკუნეების ქართული საერო არქიტექტურის უნიკალური ძეგლია და სოფელ ოძისში საოკუპაციო ზოლთან ახლოს მდებარეობს, დაგეგმილი ახალი ექსპოზიცია კი დავით და გიორგი ერისთავების ცხოვრებასა და ქართული თეატრის მრავალსაუკუნოვან წარსულს მიეძღვნება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”