დავით დარჩიაშვილი – ხელისუფლება მიისწრაფვის, რომ რუსეთის დანამატად იქცეს – სანქციებში ევროკავშირიც ჩაერთვება, დაბრკოლებები არა მარტო აშშ-ში, არამედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ევროპაშიც ექნებათ

აშშ-ის სანქციებს აუცილებლად ევროპული ინსტიტუტებიც აჰყვებიან – , ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა დავით დარჩიაშვილმა, გადაცემა “პოლიტიკური სივრცეში“, -ის მიერ გამოცხადებულ ფინანსურ და სავიზო სანქციებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, ქვეყნის გრძელვადიან ინტერესებთან არაფერი საერთო არ აქვს.
„ამ სანქციებს აუცილებლად ევროპული ინსტიტუტებიც აჰყვებიან, ეს გაგრძელდება – ფინანსურ სანქციებში ევროკავშირიც ჩაერთვება, დაბრკოლებები მათ არამარტო აშშ-ს ტერიტორიაზე, არამედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობებში და ევროპის ტერიტორიაზეც ექნებათ.
საერთაშორისო სამართალთან ს და სხვებს შეეხება თითქოს ჰქონიათ, უნდა იცოდნენ, რას წარმოადგენს როგორც ევროპული, ისე ამერიკული პოლიტიკა, რადგან დასავლურ უნივერსიტეტებში სწავლობდნენ. იქ პარტნიორ ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხს აქცევენ ყურადღებას, ეს შეიძლება ს არ ესმოდეს. 2012 წელს იმდროინდელმა ხელისუფლებამ, მე მგონია, ადეკვატურად გაიგო პარტნიორების საუბარი. ესენი [„ქართული ოცნება“] დადიოდნენ დასავლეთში და ხელისუფლების კრიტიკით იყვნენ დაკავებულები, დასავლეთიდან დახმარება მიიღეს იმისათვის, რომ ჩატარებულიყო და არჩევნების გზით ხელისუფლება შეცვლილიყო.
იგივე სიტუაციაა, პრობლემებია, ვითარება მძიმეა, „ხარება“ ახალგაზრდებს არბევს, სცემენ პოლიტიკურ ლიდერებს – აპატიმრებენ, სასამართლო არაადეკვატურად მოქმედებს – ამ ვითარებაში დემოკრატიული ინსტიტუტები იღებენ ხმას და იწყებენ სანქციების ენით ლაპარაკს. ასეთი იყო ყოველთვის ეს პოლიტიკა და ივანიშვილის ლამაზი თავლებისთვის არავინ ამ პოლიტიკას ბრიუსელსა და ვაშინგტონში არ შეცვლის.
როგორც ჩანს ხელისუფლება მიისწრაფვის, რომ საბოლოო ჯამში რუსული ფედერაციის დანამატად იქცეს“,- განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე. ასევე, საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დააწესა.