დავით დარჩიაშვილი – ღარიბაშვილის საქმეში სიმდიდრის დაუსრულებელი დაგროვება დიდ როლს თამაშობს, მაგრამ აქ პოლიტიკაც შემოდის – აზიური, მაფიური სისტემა – ჩანს, რომ უცებ რაღაც შეიცვალა ფარცხალაძესთან მიმართებაშიც

ფაქტობრივად, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უმდაბლეს ნიშნულზეა. შესაძლოა, იმ ხალხს, ვინ პარლამენტში ივანიშვილმა შეიყვანა, ბოლომდე არ ესმოდეთ, რას ნიშნავს ელჩის გაწვევა კონსულტაციებისთვის, მაგრამ ვიღაცას ხომ ესმის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ან თვითონ ს ხომ უნდა ესმოდეს, რომ ამით ის ჭრის იმ ტოტს, რომელზეც საქართველო იყო რაღაცნაირად დამოკიდებული, – ასე გამოეხმაურა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით დარჩიაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია.
როგორც ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ დარჩიაშვილმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის მძიმეა.
„ვინც ცოტა ისტორია იცის და დიპლომატიის თავისებურებებში ერკვევა, დაინახავს, რომ ეს ძალიან მძიმეა საქართველოსთვის. გერმანია საქართველოს დამოუკიდებლობაში ყოველთვის იყო ერთ-ერთი გულშემატკივარი, ეს გამოიხატებოდა ეკონომიკურ, ფინანსურ დახმარებაშიც და ფინანსურ მხარდაჭერაშიც. ახლა, ფაქტობრივად, ორ ქვეყანაში ურთიერთობები უმდაბლეს ნიშნულზეა, ეს ამას ნიშნავს. პარლამენტში ივანიშვილმა რა ხალხიც შეიყვანა, მათ შეიძლება ბოლომდე არ ესმოდეთ, რას ნიშნავს, ელჩის გაწვევა კონსულტაციებისთვის, მაგრამ ვიღაცას, ხომ ესმის, იმ საგარეო საქმეთა სამინისტროში, ან თვითონ ირაკლი ს ხომ უნდა ესმოდეს, რომ ამით ის ჭრის იმ ტოტს, რომელზეც საქართველო იყო რაღაცნაირად დამოკიდებული, მთელი ამ დამოუკიდებლობის პერიოდის მანძილზე. ეს ძალიან მძიმეა ქვეყნისთვის, სიტყვებიც გაცვდა, იმდენი რამეა ნათელი, სულ მინიმუმ, 2024 წლიდან, როცა ეს ურთიერთობა მთლიანად ევროპასთან და შეერთებულ შტატებთანაც ძალიან დაიძაბა. ასეთ ვითარებაში, ქვეყანა რის იმედზე რჩება, საკითხავი ეს არის“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, ელჩის გაწვევის ფაქტით „ქვეყნის ფუნქციონირების საფუძვლები იშლება“.
„იქიდან გამომდინარე, რომ გერმანია იყო ერთ-ერთი დონორი, სპონსორი, მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის არსებობისა, რადგან პატარა ქვეყნები მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული არიან საერთაშორისო მხარდაჭერაზე, საერთაშორისო ორგანიზაციებზე, ეს ყველაფერი იშლება, ეს საფუძვლები ქვეყნის ფუნქციონირების, იშლება სამწუხაროდ. თუ „ქართულმა ოცნებამ“ არ იპოვა თავის თავში ძალა, რომ საკუთარი პოლიტიკა შეცვალოს, არ ველი, რომ გერმანიის მხრიდან და დიდი ალბათობით, მთელი ევროკავშირის მხრიდან, რამე სასიკეთო სიგნალი იყოს გამოგზავნილი. მხოლოდ ორბანის იმედზე ყოფნა არანაირად არ წაადგება ამ ქვეყანას, ორბანი ევროპაში „თეთრ ყვავად“ ითვლება, რომელიც უფრო რუსეთს წარმოადგენს, ვიდრე ევროკავშირს, ყველა სხვა მოთამაშესთან ხიდების ჩაჭრა, რისკენაც მიდის საქმე და მისულია, ნიშნავს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ს შემყურე ვრჩებით“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
ის ასევე გამოეხმაურა პეტერ ფიშერის მიმართ ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც, მას ძალადობის წახალისებასა და მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.
„სულ რომ ასე ყოფილიყო, ელჩი ქვეყანას წარმოადგენს, ანუ შენ – ქვეყანას, გერმანიას უპირისპირდები და გერმანიის მეშვეობით ევროკავშირს, რადგან ერთ-ერთი წამყვანი ძალა ევროკავშირში გერმანიაა, მაგრამ ასე არ იყო საქმე. ფიშერი გამოხატავს გერმანიისა და მთლიანობაში ევროპის აზრს, რომ ის ადამიანები, რომელთაც ხელისუფლება მოძალადეებს უწოდებს, საპროტესტო ხმაა საზოგადოებაში. დემოკრატიულ ქვეყნებში საპროტესტო ხმას ანგარიში უნდა გაუწიო, რამდენადაც არ უნდა გძულდეს ის. ასეთია, დემოკრატიის თამაშის წესები და არა ის, მე გავიმარჯვე, რის ფასად – სულერთია, ახლა ყველანი გაჩუმდით და მე მიყურეთო, ეს არც ევროპული და არც ამერიკული დემოკრატიაა. ფიშერი გამოხატავდა სურვილს, ქვეყანაში დიალოგი გაგრძელებულიყო, ოპოზიციისთვის ანგარიშის გაწევა მომხდარიყო, ზოგადად, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისათვის გამოხატვის საშუალება არ შეზღუდულიყო, ვიღებთ იმას, რომ ასეთი ადამიანების წინააღმდეგ ძალას იყენებენ. ასეთ პირობებში, საქართველო აღარაა მიღებული, როგორც რამენაირად ცივილური ქვეყანა. შესაბამისად, კი ვიარსებებთ, როგორც არაცივილიზებული, ს მოიმედე ტერიტორიული ერთეული, მაგრამ ჩვენ უფრო ნაკლებად ვართ საერთაშორისო სამართლის სუბიექტი“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
ის ასევე გამოეხმაურა „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე შიდა პროცესებსაც და ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკებსაც.
„ფული, როგორც მთავარი, თუ ერთადერთი არა, ღირებულება ამ ადამიანებისათვის, რა თქმა უნდა, როლს თამაშობს, ბიძინას მსოფლმხედველობა ფულზე, სიმდიდრის დაუსრულებელ დაგროვებაზეა აგებული, დაახლოებით, იგივეა, იმ ადამიანებისაც, ასე ჩანს, ეს ყველაფერი. შესაბამისად, ქონებრივი გადანაწილებების ლოგიკა ამ ყველაფერში არის, მაგრამ ამას გარდა, აქ არის პოლიტიკა, ეს პოლიტიკა აზიურია, კლანების დაპირისპირება, სადაც კლანები უცნაურ მანევრებს მიმართავენ და საზოგადოებას მედიის საშუალებით რაღაც მინიშნებებს აძლევენ. ამ ყველაფრის ამოცნობა შეიძლება არ იყოს მარტივი და არც მაინც და მაინც მნიშვნელოვანი. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ასეთი ტიპის პოლიტიკა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ორბიტაზე მყოფი ქვეყნისათვის იქნება დამახასიათებელი, აქ სამართალს მნიშვნელობა არ აქვს, აქ ინფორმაციის ობიექტურობასაც მნიშვნელობა არ აქვს, აქ ძალაუფლებისათვის კულუარებში ბრძოლაა სასტიკი მეთოდებით. აქ უნდა გავიხსენოთ რიჟვაძის ამბავი, ამის გაგრძელებაა… ეს არის მაფიური სისტემა, სადაც გამორიცხულია, ძალაუფლებისათვის კლანებს შორის დაპირისპირება არ მოხდეს, რადგან, მთავარი აქ ქონებაა და არა რამე სამართალი და კონსტიტუციური ნორმები. შესაბამისად, ისინი, ადრე თუ გვიან, ამ მთავარი სიმდიდრისათვის ერთმანეთს უპირისპირდებიან. ხან არბიტრია და მათ რაღაცნაირად არეგულირებს, ხან ერთს მეორეს წაუქსევს და საკუთარ ემოციებსაც დებს. გაბრაზდა ის კონკრეტულად ღარიბაშვილზე და გადაწყვიტა მისი დასჯა, ერთხელ ხომ ამის პრეცედენტი იყო, ახლა უფრო მკაცრად იქცევა, რა შუაშია აქ ფარცხალაძე, რა დაპირისპირებაა მასთან, რატომ გაიჟღერა მისმა სახელმა, ესეც ადრე თუ გვიან, გაირკვევა. შეიძლება ეს დაჯგუფებაც არ არის მთლად სწორი, დაახლოებით, იგივე პროცესი მიდის აზერბაიჯანში, იქ ვისაც დაუპირისპირდა ოფიციალური მედია და ვის ირგვლივაც არის ათასგვარი მითქმა-მოთქმა, მასთან ერთად ისეთებს ახსენებენ, ვინც წესით კავშირში არ უნდა იყოს. შეიძლება, ამ სამეულს შორის კავშირიც არ არის, მაგრამ თავისთავად, როცა ფარცხალაძის სახელი ფიგურირებს, ცხადია, ეს ისევ და ისევ, რუსეთის ორბიტაზე მყოფ ძალებს შორის დაპირისპირებაა, შეიძლება იმისათვის, რუსეთს ვინ უფრო მოაწონებს თავს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისივე აზრით, ჩანს, რომ „უცებ რაღაც შეიცვალა ფარცხალაძესთან მიმართებაში, რომელსაც „დასანქცირების შემდეგ მთელი სახელმწიფო გვერდით დაუდგა, მათ შორის ეროვნულმა ბანკმა სპეციალური განკარგულებაც მიიღო, რითაც ფარცხალაძეს დრო მიეცა დასანქცირების შემდეგ ფული გაეტანა რუსეთში, ხოლო უძრავი ქონება და ბიზნესები ოჯახის წევრებზე გადაეფორმებინა“.
„კარგად უნდა გვესმოდეს ყოველთვის, რა განსხვავებაა ევროპულ და აზიურ, რუსულ პოლიტიკას შორის. ევროპულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანია ისეთი მყარი ორიენტირები, როგორიც არის პოლიტიკური ძალების მსოფლმხედველობა, იდეოლოგია. აქეთ – ერთადერთი მყარი ღირებულება ძალაუფლებისა და ოქროს სიყვარულია, სხვა დანარჩენი, სულერთია. ეს ცვლილება ჩანს, გუშინ, მას მხარს უჭერდნენ, რადგან ბიძინა თვლიდა, რომ ფარცხალაძე მისი კაცია, ერთგულია, უცებ რაღაც შეიცვალა, რუსეთში იქნებ იმ კაცმა თავისი თამაშის თამაში დაიწყო, შეიცვალა ეს ყველაფერი და ახლა მტერი გახდა. ასე იყო რიჟვაძესთან, ღარიბაშვილთან დაკავშირებით“, – აცხადებს დარჩიაშვილი.
რაც შეეხება მოსაზრებას, რომ შესაძლოა, ს სახით ახალ ოპოზიციურ ძალას ამზადებდეს, დარჩიაშვილი პასუხობს, რომ „ჯერ ამის ნიშნებს ვერ ხედავს“.
„ეს უფრო თვითონ დღევანდელი „ოცნების“ მხარდამჭერების გაყოფა იქნება, ვიდრე ღარიბაშვილმა სხვა ძალები მიიმხროს თავის მხარეზე, ამის ნიშნებს, ჯერ ვხედავ, თუმცა, ხვალ, ზეგ, რა მოხდება, კაცმა არ იცის. შეიძლება, რაღაც ტაქტიკური ალიანსები გამოიკვეთოს, თუკი, ეს გამოიკვეთა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, რომელიც „ქართული ოცნების“ სახე იყო, ახლა კი ოპოზიციის სახეა, რატომ არ შეიძლება ეს მოხდეს მოხდეს ღარიბაშვილთან დაკავშირებით, მაგრამ ღარიბაშვილს რამდენად ეყოფა ამის უნარი, ეს მეორე ამბავია, ის ძალიან ხისტად იყო ივანიშვილზე მიბმული, ის ყველა განსხვავებულს უპირისპირდებოდა და ლანძღავდა, სახე იყო „ქართული ოცნების“ წლების მანძილზე და ახლა მან ე.წ. შუაშისტები, ოპოზიცია მოიმხროს, ძალიან გაუჭირდება. თორემ, „ოცნების“ მომხრეებშიც და მთლიანად საზოგადოებაშიც, „ოცნება“ რომ კორუმპირებულია, ამაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს, კორუფცია მიღებულ წესად მიაჩნიათ. უბრალოდ, მთავარია, ამ კორუფციულ სურვილებში ბიძინას გვერდზე იყო, ასეთი ფეოდალურ, კორუფციული პირამიდაა მთელი ხელისუფლება“, – განაცხადა დარჩიაშვილმა .

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კუპრაძე – ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ „ლელოს“ კრძალავს იმის გამო, რადგან ჩვენ არ შევედით არალეგიტიმურ პარლამენტში, რაც თითიდან გამოწოვილი, სასაცილო არგუმენტია მათი მხრიდან