დავით დარჩიაშვილი – „ქართული ოცნების“ გაგებით, სუვერენიტეტი ნიშნავს დემოკრატიულ ქვეყნებთან ურთიერთობის გაფუჭებას, იზოლირებასა და რუსეთისადმი ენის მოჩლექას – ეს სუვერენიტეტია? ამისთვის ისწრაფოდნენ თაობები?

ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე თვალთმაქცური, დემაგოგიური და აღდგომის სულისკვეთებას რომ არ შეეფერება, ისეთი რეჟიმი მივიღეთ. „ქართული ოცნება“ დღენიადაგ თესავს სიძულვილს ადამიანებს შორის, რაც შეუფერებელია დემოკრატიასთან, რომელზეც საუბრობენ,- ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, პარლამენტის ყოფილმა წევრმა, დავით დარჩიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ დაარსებიდან 13 წლის გასვლას და ამ დღესთან დაკავშირებით მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
დავით დარჩიაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ თავის დემაგოგიასა და სიცრუეში აიხლართა და ახლა მსგავსი განცხადებების კეთება უწევთ.
„რომელ სუვერენიტეტად და დემოკრატიად შეიძლება ჩაითვალოს ს გაყალბება? ეუთოს დასკვნის მიხედვით, 20% გაყალბებაზეა საუბარი, რომელიც საკმარისია არჩვების შედეგების თავდაყირა დაყენებისათვის. მათი გაგებით სუვერენიტეტი ნიშნავს – დემოკრატიულ ქვეყნებთან ურთიერთობის გაფუჭებას, იზოლირებასა და იმპერიულ, ავტორიტარულ სადმი ენის მოჩლექის დამოკიდებულებას. ეს სუვერენიტეტია? ამისთვის ისწრაფოდნენ თაობები? „ქართული ოცნება“ ისე აიხლართა თავის დემაგოგიასა და სიცრუეში, რომ ასეთი განცხადებების გაკეთების მეტი არაფერი დარჩენია.
ასევე, არსებობს საერთაშორისო სამართალი, შეიძლება „ოცნების“ მხარდაჭერებს არ ახსოვთ და არ იციან, რომ არსებობს საერთაშორისო ნორმები, რის საფუძველზეც საქართველო ევროსაბჭოს, გაეროს, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის წევრია. ამ ორგანიზაციებში რომ შედიხარ, ეს გულისხმობს, რომ რაღაც წესებით უნდა მართო შენი შიდა და საგარეო პოლიტიკა. როცა ამას ივიწყებ, ამ წესებს არღვევ და გამოდის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისათვის პარტნიორი ქვეყანა აღარ ხარ. დამოუკიდებლობა საერთაშორისო ურთიერთობებში არ არსებობს. ისინი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტში გულისხმობენ ავტორიტარულ რეჟიმს, სადაც 1 პოლიტიკურ ძალასა და მის თავში მდგომ პირს ემორჩილება ყველა და ყველაფერი. მაშინ ადეკვატურად უნდა დაწერონ სიტყვები – ერთპიროვნული მმართველობა, პარტიის წამყვანი როლი, როგორც კომუნისტებს ეწერათ და ბარემ ბატონყმობაც ჩაამატონ, რომ ყელა ადამიანი თანასწორი ვერ იქნება. მაშინ შეიძლება ვისაუბროთ, რომ მათი ტექსტები რეალობის ამსახველია“,- განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
ასევე, პროფესორი ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან შანტაჟთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ განცხადებებსაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, თუ „ქართული ოცნება“ ევროპულ ცივილიზაციას არ ცნობს და დემოკრატიულ ღირებულებებს უარყოფს, უნდა თქვას თუ როგორ ქვეყანას აშენებს.
„ევროპული ბიუროკრატია – ევროპული საჯარო სამსახურია, რომელიც გარკვეულ წესებსა და პროცედურებს ემორჩილება, ამიტომ ძნელია ევროპული ბიუროკრატიის მოსყიდვა, რადგან ისინი, თავისი და საგარეო თანამეგობრობის იდეის სადარაჯოზე დგანან. მსგავსი განცხადებით, ამბობ, რომ შენ არ ცნობ ევროპულ კავშირს, ევროპულ ცივილიზაციას. მაგათი გაგებითაც „დიფ-სთეითიც“ იმავეს გულისხმობს – საჯარო სამსახურსა და წესებს, რომელიც რაღაც პრინციპების სადარაჯოზე დგას. მათ წინააღმდეგ თუ მიდიხარ, უნდა თქვა მაშინ, როგორ ქვეყანას აშენებ – ავტორიტარულ, ოლიგარქიულ, ფეოდალურ სისტემას, რადგან დანარჩენი უარყავი. კანონის უზენაესობას – დემონსტრანტებისთვის ათასგვარი სიყალბისა და მოგონილი ბრალდებებით ციხეში ჩასმას ეძახი და დანარჩენების დაჯარიმებას.
რაც შეეხება სიმყარეს, რომელზეც „ქართული ოცნება“ დგას – ეს ფულია, რომელიც მათ ათასგვარი მანქანებით აქვთ. წესიერ, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებულ მთავრობას ასეთ პირობებში უნდა გაუჭირდეს, მაგრამ არსებობს არა გამჭვირვალე, ჩრდილოვანი ფინანსების ნაკადები და როგორც ჩანს, საქართველო ამ ყველაფერში ჩართულია. ეს ფული კი ზურგს – ძალოვან სტრუქტურას უმაგრებს, რომელიც მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენება, რადგან ხელისუფლებას საზოგადოების კრიტიკული ხმა არ სჭირდება და რეპრესიებს მიმართავს. ასევე ქვეყანაში მოქალაქეების უიმედობაც შეინიშნება.
ასევე, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ განცხადებასაც გამოეხმაურა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ ხელისუფლება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობიანი პოლიტიკით აპირებს. დავით დარჩიაშვილის შეფასებით, რუსეთის სურვილია, რომ საქართველოს იურიდიულ ტერიტორიაზე სამი სახელმწიფო არსებობდეს.
„რუსეთს სურს, რომ საქართველოს იურიდიულ ტერიტორიაზე, სამი საელჩო ჰქონდეს და სამი სახელმწიფო არსებობდეს, ამისკენ იღვწის. საქართველოს მხრიდან, თუ ამის აღიარებას მოახერხებს, საერთაშორისო აღიარებაც უფრო გაუადვილდება და საქართველო იქნება ისე დანაწევრებული იურიდიულად, როგორც ახლა ტერიტორიულადაა. რუსების მხრიდან სიხარული ჩანს. გაერთიანებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე მინიშნებაც არ არის, ეს სასურველის რეალობად წარმოსახვის გარდა არაფერია. მშვიდობა კარგია, მაგრამ სამართლიანობასთან ერთად. თუ სამართლიანობა მივიწყებულია, რანაირ მშვიდობაზეა საუბარი? უსამართლო მშვიდობა 1 კაცს აწყობს, ფინანსური, მორალური და სულიერი კეთილდღეობისთვის, დანარჩენებმა კი კვერი უნდა დაუკრან,“- განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, პროფესორი საქართველოში ეუთოს გენერალური მდივნის სტუმრობასაც გამოეხმაურა, მისი თქმით, ვიზიტი შეიძლება მცდელობა იყოს, რომ „ოცნება“ რაიმეზე მაინც დაიყოლიონ.
„ოცნებისთვის“ ლეგიტიმაციის მიცემა დამოკიდებული, თუ რა მესიჯს გააჟღერებს ბრიფინგზე ეუთოს გენერალური მდივანი. ვნახოთ, შეიძლება ეს იყოს, მცდელობა ევროპული პოლიტიკური წრეებისა, რომ „ოცნება“ რაღაცაზე მაინც დაიყოლიონ, თუ „ოცნებას“ რაიმედ უღირს ევროსაბჭოს წევრობა და საერთოდ ევროპული სამყაროს მიმართ ინტერესი კიდევ შერჩენია. დაელაპარაკონ რა ნაბიჯების გადადგმაზეა არიან მზად, რადგან ყველა ის ნაბიჯები, რომლებზეც საუბარი აქვთ „ოცნებაში“ წინააღდგომაშია ეუთოს ძირეულ პრინციპებთან, შესაბამისად ამ ნაბიჯებზე უარია სათქმელი“,- განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
დავით დარჩიაშვილი ასევე, თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების შესაძლო მონაწილეობასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობა უაზრობა იქნება, თუ „ხელისუფლების მხრიდან რაიმე პირობები არ გაჩნდება“.
„სრულიად უაზროა და ამ არჩევნებს არავითარი შანსი არ აქვს, რომ დემოკრატიული უყოს. გვაქვს გამოცდილება, გვყავს საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც გვყავს, ქვეყანაში დაშინებისა და სრული კონტროლია საზოგადოების მიმართ. ასეთ პირობებში არავითარი აზრი არ აქვს. მაგრამ თუ გაჩნდება ხელისუფლებაში რაიმე პირობები და დაიწყება გაცნობიერება, რომ ჯიქურად ავტორიტარიზმის მშენებლობა მათთვისაც არ არის სასურველი და საზიანოა და თუ არ უნდათ, რომ სრულად იზოლირებული იყვნენ, მაშინ შეიძლება რაღაცაზე საუბარი“,- განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.