დავით გამყრელიძე – კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ ჩეკი, აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ ქლაუდზე – შეჯამდება და უმოკლეს ვადაში გავიგებთ ქართველი ხალხის არჩევანს

სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ ჩეკი, აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ ქლაუდზე , შეჯამდება და ჩვენ ყველანი უმოკლეს ვადაში გავიგებთ ქართველი ხალხის არჩევანს , – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით გამყრელიძემ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა.
“მე პირადად მაქვს სისტემატური კონტაქტი და მჭიდრო თანამშრომლობა ყველა ოპოზიციური ძალის ლიდერთან, მათი შტაბის ხელმძღვანელებთან იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი კოორდინირებული ქმედებით, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს განსხვავებული ხედვები სხვადასხვა საკითხებზე, ჩვენ ყველანი ვართ ერთნი ერთ მთავარ საკითხში რასაც ჰქვია რეჟიმის ცვლილება. ჩვენ ყველანი ვართ ერთნი, რასაც ჰქვია დასავლურ ვექტორზე დაბრუნება, დასავლურ ცივილიზაციაში უკან მიბრუნება და რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში მოლაპარაკებების გახსნა. ჩვენ ვართ ერთიანი კოალიციური ჯგუფების შემადგენლობის და მიუხედავად ქარტიაში ჩამოთვლილი საკითხების გარშემო, რომლებიც ყველა, თითოეული მათგანი არის აუცილებელი იმისთვის, რომ დავიწყოთ ისევ აქტიური კომუნიკაცია ევროკავშირთან.
ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და 26-ში ოპოზიციური პარტიები ვაპირებთ, რომ სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით განვახორციელოთ ყველა საარჩევნო უბნის შედეგების პარალელური დათვლა. ს დამთავრებიდან დაახლოებით 1 საათში დავდოთ ობიექტური სურათი იმისა, თუ რა არჩევანი გააკეთა ქართველმა ხალხმა.
სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ ჩეკი, სადაც ელექტრონული წესით ჩატარდება არჩევნები , აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ ქლაუდზე მყოფ მეხსიერებაში, შეჯამდება და ჩვენ ყველანი უმოკლეს ვადაში გავიგებთ ვნახავთ ქართველი ხალხის არჩევანს”, – განაცხადა დავით გამყრელიძემ.