დავით გადელია ილია სულამანიძეს: რაც გაქვს, ის ხალასი ნიჭია და ღვთის ნაბოძები. გააგრძელე ცხოვრება ამ წერტილიდან!

“გადამიარა ცოტა პირველმა ელდამ. ახლა, შედარებით დამშვიდებულს, უკვე შენს გამო მტკივა გული შვილო! როგორ ღრიალებდი დაჭრილი ლომივით და რა დღეში იქნები კარგა ხანს! მართლა არაა მხოლოდ ერთი საფეხური მეორე ადგილსა და პირველს შორის. პირველს, ოლიმპიური ჩემპიონი ჰქვია და ამით ყველაფერია ნათქვამი! უნდა ვთქვა, რომ ყველაზე ლამაზად გამოხვედი ამ ოლიმპიადაზე და ადვილად დაამარცხე ყველა.

ფინალშიც ულამაზესი გდება იყო- თითქმის იპონი! ისევ საკუთარ თავთან დამარცხდი- დარწმუნებული ვარ, ინსტიქტურად გააკეთე ის მოძრაობა, რაც იცოდი, რომ არ უნდა გაგეკეთებია! არაუშავს- საკუთარი თავის მართვა ასაკით მოდის. რაც გაქვს, ის ხალასი ნიჭია და ღვთის ნაბოძები. გააგრძელე ცხოვრება ამ წერტილიდან! არ არის დაბალი საფეხური, საკმაოდ მაღალზე დგახარ და თან ყველაფერი წინ გაქვს!❤️❤️❤️” – წერს სოციალურ ქსელში ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია. 

შეგახსენებთ, ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს მესამე მედალი მოუტანა – იგი პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.