დავით გაბაიძე სტუდენტებს – თქვენ, თავისუფლებაში დაბადებულმა თაობამ, უნდა შექმნათ ახალი პოლიტიკური კულტურა

თქვენ, თავისუფლებაში დაბადებულმა თაობამ, უნდა შექმნათ ახალი პოლიტიკური კულტურა“, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ ს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბის – „რუსთაველის“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებაზე, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, სტუდენტთა კითხვების შესაბამისად, ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე, ვალდებულებებზე, სამართლებრივ პროცესებზე, რეგიონების როლზე, საგანმანათლებლო სფეროსა და ზოგადად, საქართველოს, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი ქვეყნის პერსპექტივებზე ისაუბრა.
შეხვედრა უმაღლესი სასწავლებლის ინიციატივით გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ