დავით გაბაიძე – ამის გამკეთებელი პირები არიან ქართული სახელმწიფოს მტრები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის თქმით, ის პირები, რომლებიც „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, არიან ქართული სახელმწიფოს მტრები.
მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე უნდა დაუყოვნებლივ უნდა განახორციელდეს რეაგირება.
„თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, შავებში ჩაცმული პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეებს და ჟურნალისტებს. ამის გამკეთებელი პირები არიან ქართული სახელმწიფოს მტრები.
სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა განახორციელონ რეაგირება და მოხდეს შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა“,- აცხადებს გაბაიძე, რომლის კომენტრასაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ფარჯიანი: პუტინის პრობლემა არაა იმდენად საკუთარი მოსახლეობა, რამდენადაც საკუთარი ჯარი. მილიონამდე მკვლელი, რომელიც უკან დაუბრუნდება “დედა რუსეთს”. ავღანეთის და ჩეჩნეთის ვეტერანები ძლივს გადახარშეს და ახლა უკრაინის ვეტერანები უნდათ?!