დავით ბერძენიშვილი: „ქართულ ოცნებაში“ მმართველობის ბოლო თვეებს ითვლიან – სექტემბრიდან ორი პოლიტიკური გაერთიანება იქნება: ერთი, მიხეილ სააკაშვილთან, მეორე, სალომე ზურაბიშვილთან დაახლოებული პოლიტიკური ჯგუფების

“ქართულ ოცნებაში” საკუთარი მმართველობის ბოლო თვეებს ითვლიან, ყველა წინამორბედი, რომელიც იმუქრებოდა, ძალიან მწარედ დამარცხდა, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რითაც ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ოპოზიციის და „ქართული ქარტიის“ მისამართით გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა.

ს განცხადებით, სექტემბრიდან ოპოზიციური ფლანგზე ორი დიდი კონკურენტი პოლიტიკური გაერთიანება იქნება: ერთი, სა და მისი პოლიტიკური პარტნიორების მიერ შექმნილი, ხოლო მეორე, სალომე ზურაბიშვილთან დაახლოებული პოლიტიკური ჯგუფების მიერ შეიქმნება.

„სააკაშვილი არის ოპოზიციის ერთი ნახევრის, ან ნახევარზე ცოტა ნაკლების, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი პარტნიორი პოლიტიკური ძალების, ლიდერი. ის ახლა ძალიან ცდილობს, რომ ითამაშოს კონსტრუქციული როლი და ამბობს, რომ „ამას დავთმობთ, იმას დავთმობთ, საარჩევნო ნომერს დავთმობთ“ და ა.შ. არის ორი ვერსია გრანდ-კოალიცია ანუ ერთიანი დიდი სია ნეიტრალური ნომრით და მეორე, იქნება მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური პარტნიორები ერთი და მეორე იქნება სექტემბრიდან, რასაც ვეძახი პატარების დიდ გაერთიანებას, თუმცა იმ პატარებიდან ზოგი ახლა წამოიზარდა. ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილთან ყველაზე ახლოს არიან. კარგია, რომ ზურაბიშვილის ქოლგის ქვეშ მეტი ტაქტიკური დაახლოების შესაძლებლობები იქმნება. მე ვვარაუდობ, რომ დიდი გაერთიანება იქნება, რომელსაც ექნება პრეტენზია, რომ გახდეს ოპოზიციის ლიდერი. კოალიციაზე პრეტენზია ექნება 7-8 პოლიტიკური ჯგუფის გაერთიანებას, რომლის პარტნიორ კონკურენტი ოპოზიციურ ფლანგზე იქნება 5 ნომერი“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ამასთან, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, პარტია „გირჩმა“ მისი ბოლოდროინდელი პოზიციებიდან გამომდინარე თავი ოპოზიციის მიღმა დააყენა.

„საპარლამენტო „გირჩმა“ იმდენი მოახერხა, რომ მე, რომელიც ძალიან ენამოვლილი ვარ და არავისზე ცუდს არ ვამბობ, ოღონდ ოპოზიციონერი ერქვას, ახლა ეს მეც ძალიან მიჭირს, საპარლამენტო „გირჩმა“ თავი დაიყენა ოპოზიციის მიღმა თავისი ქმედებებით. ჯერ ერთი ამ აქციებისადმი დამოკიდებულებით, ოპოზიციური პარტიებისგან გამიჯვნით, შემდეგ კიდევ ამ სულელური ტექსტებით, რომ „ვინც მეტს შემომთავაზებს, „ოცნება“ იქნება თუ სხვა პარტია, იმასთან ერთად ვიქნები, ვინც უფრო გაიზიარებს „გირჩის“ მიდგომებს“. თუ „ოცნება“ შენი შესაძლო პარტნიორი შეიძლება იყოს მაშინ, უკვე ისეთი ვითარებაა, რომ შენ აღარა ხარ ოპოზიციურ ფლანგზე. შემდეგ კიდევ იყო ს თავმჯდომარის მხარდაჭერა. შარლ მიშელის დოკუმენტის ბოლო ნარჩენები გადაახია ქვეყანას და ევროკავშირს ცესკოს დაკომპლექტებით“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.