დავით ბერძენიშვილი – დამარცხების გარდაუვალობის პირობებში, წარმავალი ხელისუფლებები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მასობრივი შეკრებისკენ ლტოლვას ამჟღავნებენ

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ს განცხადებით, „ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება ჰგავდა წარმავალი ხელისუფლების მასობრივ შეკრებას.
როგორც ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე საუბრისას აღნიშნა, 2012 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ შეკრიბა სტადიონზე ხალხი ისევე, როგორც ედუარდ შევარდნაძემ 2003 წელს.
„დამარცხების გარდაუვალობის პირობებში, წარმავალი ხელისუფლებები არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მასობრივი შეკრებისკენ ლტოლვას ამჟღავნებენ. 2012 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ შეკრიბა სტადიონზე ხალხი. შევარდნაძის დროინდელიც მახსოვს 2003 წელს. როდესაც უმრავლესობის განწყობა არის საპირისპირო, ასეთი მარშები, ჩამოყვანილი საჯარო სექტორი და საკუთარი გულწრფელი მხარდამჭერებიც არ არის საკმარისი“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
ამასთან, მან „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ს ინტერვიუზე ისაუბრა, კერძოდ იმ ნაწილზე სადაც ივანიშვილმა “გახარია საქართველოსთვის” ლიდერზე ისაუბრა. ბერძენიშვილის თქმით, „გახარიაზე ასეთი უღირსი შეტევით, ათასობით საჯარო მოხელე გახარიას გადაულოცა“.
„ბიძინა ივანიშვილმა თქვა, გუნდში იცოდნენო, რომ გახარია „გლობალური ომის პარტიის“ აგენტი იყოო. აგენტი ჰყავდა შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნული, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრად გადაიყვანა. აქ არ არის ლოგიკა. ბიძინა ივანიშვილის ტყუილი არის მდარე ტყუილი. საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება იმისთვის, რომ 12 წლის შემდეგ აკრძალოს „ნაციონალურო მოძრაობა“, მაშინ როდესაც ხელისუფლებაში მოსვლიდან 4 წლის მერე ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა და არ აუკრძალავს. არაადეკვატურია და უამრავ შეცდომას უშვებს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ივანიშვილის შეცდომების კასკადის. გახარიაზე ასეთი უღირსი შეტევით, ათასობით საჯარო მოხელე გახარიას გადაულოცა.
ბიძინა ივანიშვილი სულ უფრო და უფრო არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს. ამის გამო ის უხიფათო კი არ არის, დაჭრილი ნადირივით არის. ის ბოლომდე იბრძოლებს”,- განაცხადა ბერძენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არჩევანი ძალიან მარტივია – ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, ერთ მხარეს დგას ომი, მეორე მხარეს – მშვიდობა, სახეების დონეზეც აბსოლუტურად არაქართული, არაევროპული კონტიგენტია შეკრებილი რადიკალურ ოპოზიციაში