დავით ბაქრაძე – ხელისუფლების შეცვლა არის გარდაუვალი – დღევანდელი აქცია იქნება ძლიერი სიგნალი ყველასთვის, რომ საზოგადოების განწყობა არის ნათელი, 26 ოქტომბერმა უნდა ჩაიაროს მშვიდად და არავინ უნდა ეცადოს ხალხის ნების გაყალბებას

ხელისუფლების შეცვლა არის გარდაუვალი – დღევანდელი აქცია ყველასთვის ძლიერი სიგნალი იქნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დავით ბაქრაძემ რესპუბლიკის მოედანზე მარშის სახელწოდებით – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, ადამიანებს უნდათ ნორმალური ცხოვრება – ევროპულ და თავისუფალ ქვეყანაში.
„26 ოქტომბერს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ადამიანებს აღარ უნდათ დაპირისპირება, მუდმივი დაჭერების, გადაყენებების და უბედურებების კამპანია. ასევე, აღარ უნდათ აკრძალვებზე და საშინელებებზე საუბარი. ადამიანებს უნდათ ნორმალური ცხოვრება – ევროპულ და თავისუფალ ქვეყანაში. ამას 26 ოქტომბერს ხელისუფლების შეცვლა სჭირდება, ხელისუფლების შეცვლა არის გარდაუვალი, მაგრამ საზოგადოების ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ყველაფერმა მშვიდად, მშვიდობიანად, ცივილურად ჩაიაროს, ისე როგორც, ეს საქართველოს ეკადრება. ამიტომ დღევანდელი აქცია იქნება, ძლიერი სიგნალი ყველასთვის, რომ საზოგადოების განწყობა არის ნათელი და ამ განწყობის შესაბამისად, 26 ოქტომბერმა უნდა ჩაიაროს მშვიდად და არავინ არ უნდა ეცადოს ხალხის ნების გაყალბებას, ასევე, ს შედეგების არ ცნობას. ღმერთმა დაგვიფაროს ხელისუფლება ეცადოს რაიმე ფორმით ძალის გამოყენებას, ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა ბაქრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

განათლების მინისტრობის კანდიდატი განმარტავს, რატომ მოხდა ქართულის საგამოცდო პროგრამიდან რიგი ნაწარმოებების ამოღება, ისტორიის საგანზე კი ამტკიცებს, რომ “არც ერთი ის საკითხი, რაზეც ოპონენტები მიუთითებენ”, არ ამოუღიათ

ნათია მეზვრიშვილი – ნუ დაუთმობთ უდიპლომობას ყველა სივრცეს და ყველა ეთერს, არ არის ეს მთავარი პოლიტიკური საკითხი – მთავარი ის არის, რომ ივანიშვილმა ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუტი გააუქმა