საქართველოს ხელისუფლებას – გაათავისუფლეთ , შეწყვიტეთ პირდაპირი ფრენები რუსეთთან – მაშინ ურთიერთობების ნორმალიზაცია მარტივად მოხდება

უკრაინასთან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის, საქართველომ უნდა შეწყვიტოს ავიამიმოსვლა რუსეთთან და გაათავისუფლოს , – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი აცხადებს.
როგორც არახამია ამბობს, საქართველოს პრორუსი ხელისუფლება „ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით“ გარკვეულ მოთხოვნებს აყენებს ჩვენი მოქალაქეების ექსტრადირებასთან დაკავშირებით.
„თუ ჩვენ ნამდვილად ვსაუბრობთ “ნორმალიზაციაზე”, მაშინ ამის გეგმა არსებობს: გაათავისუფლეთ ციხიდან და დააბრუნეთ ჩვენი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, შეწყვიტეთ პირდაპირი ფრენები რუსეთის ფედერაციასთან, რასაც თავად ქართველი ხალხი ითხოვს, შეწყვიტეთ აგრესორის დახმარება სანქციებისგან თავის არიდებაში – მაშინ ურთიერთობების ნორმალიზაცია მარტივად მოხდება”, – წერს არახამია „ტელეგრამ“ არხზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო