– არჩევნების მზადებასთან დაკავშირებით არანაირი შეხვედრა არ შემდგარა, უკრაინაში არანაირი არ მზადდება

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არჩევნებისთვის მზადებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
არახამიამ უკრაინულ მედიასთან საუბარში განმარტა, რომ მსგავს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია და ასეთი შეხვედრა საერთოდ არ შემდგარა.
„არანაირი არ მზადდება, არანაირი მზადება არ მიმდინარეობს. საპარლამენტო პარტიები და ჯგუფები შეთანხმდნენ, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან ექვსი თვის შემდეგ. პრინციპში, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა”, – აღნიშნა არახამიამ.
ცნობისთვის, გამოცემა The Economist-მა 30 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ არჩევნები უკრაინაში, შესაძლოა, ივლისში ჩატარდეს და რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა მოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო