დავითშვილმაც გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა – საგოლე პასიც გააკეთა

ლიგა 2-ის ოცდამერვე ტურში „სენტ-ეტიენმა“ სახლში „ანსი“ 4:0 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. მან გოლი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა.
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა: sofascore 8.2, Flashscore 7.9.
ზურიკოს ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 25 მატჩში 13 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
“სენტ-ეტიენმა“ ბოლო 7 მატჩიდან 6 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 53 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ტრუას“ 4 ქულით ჩამორჩება, უახლოეს მდევარ „ლე მანს“ 3 ქულით უსწრებს და 4 აპრილს „ნანსის“ ესტუმრება.
სენტ-ეტიენი. „ჟოფრუა გიშარი“
სენტ-ეტიენი – ანსი 4:0
გოლები: 1:0 პედრო (18), 2:0 კარდონა (23), 3:0 სტასინი (33), 4:0 დავითაშვილი (63)