მთელი უკანასკნელი წლებია, საქართველო ცდილობს ერთდროულად დაიცვას თავისი ინტერესები და განაგრძოს წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით, ზოგადად, დასავლური ინსტიტუტების მიმართულებით. სამწუხაროდ, ვიღაცები ცდილობენ, რომ ეს ასე არ მოხდეს. […]
სამწუხაროა, რომ თავდაცვის ბიუჯეტს აკლებენ და სურთ სამოქალაქო სექტორში ამ თანხების გადასროლა. ამის საბაბად რომ სახელდება ის კანონი, რომელიც იქნა მიღებული. […]
თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამით აზიანებს მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, ეს ტყუილია; ამით აზიანებს არამარტო საქართველოს ხელისუფლებას, არამედ თავის ინტერესებსაც, დასავლეთის ინტერესებსაც, რომლისთვისაც საქართველო არის მნიშვნელოვანი წერტილი გეოპოლიტიკურ რუკაზე. ამას რაც მალე გააცნობიერებენ, მით უკეთესი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან გააცნობიერებენ.
ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი ბექა დავითულიანი ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარებისთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევრო გაყინა.