დავითულიანი: ჩვენ მივიღეთ ის სისტემა, რომელიც ჩვენ ქვეყანას წაადგება

ჩვენ მივიღეთ ის სისტემა, რომელიც ჩვენ ქვეყანას წაადგება და რომელიც დაფუძნებულია იმ პრინციპებზე, რომლითაც ხელმძღვანელობს ევროკავშირი – ბექა დავითულიანი ს და სასამართლოს რეფორმაზე
ჩვენ მივიღეთ ის სისტემა, რომელიც ჩვენ ქვეყანას წაადგება და რომელიც დაფუძნებულია იმ პრინციპებზე, რომლითაც ხელმძღვანელობს ევროკავშირი. მათ შორის, იმ პრინციპებზე მცირე კორექტირებით, რომელზეც გასცა რეკომენდაცია ვენეციის კომისიამ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა, ცესკოს და სასამართლოს რეფორმის თაობაზე.
დავითულიანის თქმით, მმართველი გუნდის მიერ კანონპროექტების შექმნა მიმდინარეობს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ხოლო ოპოზიციის ვერსია ინსტიტუციურად არ წაადგებოდა ქვეყანას.
„რეკომენდაციების გათვალისწინებით მიდის კანონპროექტების შექმნა. ცესკოს შემთხვევაში, სასამართლო რეფორმის შემთხვევაში მმართველმა გუნდა წარმოადგინა თავისი კანონპროექტები, რომლებიც ნაწილი იქნა მიღებული და ნაწილი პროცესშია. ოპოზიციის ვერსია, რომ იმ გვარად დაეკომპლექტებინათ ცესკო, იმგვარად დაეკომპლექტებინათ სასამართლო სისტემა, რომ მათი პოლიტიკური ზეგავლენა ყოფილიყო ამ ინსტიტუციებში არ იქნა რა თქმა უნდა გათვალისწინებული და ეს იყო არასწორი ვერსია, რომელიც ინსტიტუციურად ამ ქვეყანას არ წაადგებოდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რომ ცესკოს თავმჯდომარე იყოს არჩეული 6 თვით, დროებით, შემდეგ მის არჩევანს ხმა არ მისცენ, მას ჰყავდეს პოლიტიკური ნიშნით შერჩეული მოადგილე, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის გადაყენების შემდეგ პოლიტიკურად წარმართვას პროცესებს საარჩევნო კომისიაში, რაც არის ცალსახად მიუღებელი და არ შეიძლება ეს დავუშვათ ქვეყანაში“, – განაცხადა დავითულიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მისასალმებელია ის გზავნილები, რომელიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან – ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა უნდა გაიწმინდოს არაფორმალური გავლენებისგან, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი სამართლიანობა

იდენტური ხელწერითაა დაორგანიზებული პროტესტი, როგორც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, ასევე საქართველოში მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, ესაა მორიგი დასტური, რომ ყველაფერი იმართება ერთი ხელიდან, რომელსაც „დიფ სთეითი“ ეწოდება

ISFED-ი არის ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებდა, მთელი ამ დროის განმავლობაში, ისეთი ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ ჰქონდათ კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ, რა თქმა უნდა, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს