დავითულიანი სანქციებზე: მეილზე შეტყობინება არავის მისვლია – ეტყობა, ცხენებით გამოუშვეს

როცა გამოდიხარ და ამბობ, რომ 25-დან 34 ადამიანამდე დავასანქცირეთო, ეს დიდი აბსურდი და სისულელეა. ან 25 პირი დაასანქცირე, ან 34. ან არცერთი და ამის მერე – შემოგხედავთ და თუ დამჭირდა, რომელიც არ მომეწონებით, იმას დაგასანქცირებთო. ოქეი, თუ ასე არასერიოზულად იქცევიან, მოიქცნენ, ეგრე გააგრძელონ.
ერთი ადამიანი ამბობს, შეტყობინება გაიგზავნაო და ადრესატს, ვისაც უნდა მისვლოდა, არ მისვლია. ესე იგი, არ გაგზავნილა. ეტყობა, ცხენებით გამოუშვეს და 2 კვირაში, გემიდან ცხენი რომ გადმოვა და დან თბილისამდე ჩამოაღწევს, მერე მოვა. მეილზე შეტყობინება არავის მისვლია.
განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა. საქართველოში -ს ელჩმა, რობინ დანიგანმა სანქციებზე თქვა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ვიზა აქვთ, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის – ხოლო მათ კი, ვისაც ვიზა არ აქვთ, მას ვეღარ მიიღებენ.
აშშ-მ 6 ივნისს სავიზო სანქციები დაუწესა რეჟიმის 20-30 წარმომადგენელს, მათ შორის, ქართული ოცნების წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცველებსა და მათი ოჯახის წევრებს.