საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია იტყობინება, რომ რევაზ დავითაძე, უკვე მეორედ, დიდების მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასვლის შემდეგ, შეჯიბრებიდან მოხსნეს:
“დავითაძე ნორვეგიაში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა, სადაც მისი გამოსვლა დღეს, 9 ოქტომბერს იყო დაგეგმილი. სპორტსმენი 94კგ წონითი კატეგორიის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა.
საქმე ეხება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) გადაწყვეტილებას, რომელმაც შეცვალა ქართველი ძალოსნების რევაზ დავითაძისა და გურამ გიორბელიძის მიმართ საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს GADA-ს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი და ორივე სპორტსმენს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია შეუფარდა.
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია გააგრძელებს ბრძოლას სპორტსმენთა უდანაშაულობის დასამტკიცებლად და სამართლიანობის აღსადგენად. ფედერაცია ვრცელ, ოფიციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს”.
კახის თასი იწყება – ინტერვიუ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონებთან
საქართველოს 17 და 20-წლამდელ ძალოსანთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან 13 მედლით დაბრუნდა
ევროპირველობა – თურმანიძის ბრინჯაო ატაცში
რევაზ დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა
ბათუმი. ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი: რევაზ დავითაძის ოქრო, ორი ვერცხლი და რეკორდი
რევაზ დავითაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
რევაზ დავითაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა [VIDEO]
U23. რევაზ დავითაძემ ევროპის ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა!
რევაზ დავითაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა
