დავითაშვილმა დონარუმას გაუტანა – “სენტ-ეტიენი” პსჟ-სთან 1:2 დამარცხდა [VIDEO]

ლიგა 1-ის მეჩვიდმეტე ტურში „სენტ-ეტიენი“ გასვლაზე ლიდერ პსჟ-სთან 1:2 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც „რეიმსთან“ მატჩი ავადმყოფობის გამო გამოტოვა, გამოჯანმრთელდა, მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანდმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა და დებიუტში შეეძლო გატანა, მაგრამ დონარუმას კარს ოდნავ ააცილა ბურთი. შემდეგ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლენ და დემბელემ დედაქალაქელები დააწინაურა. ცოტა ხანში მან პენალტით დუბლი შეასრულა.
მეორე ტაიმში დავითაშვილმა თავის მიერვე მოპოვებული საჯარიმოდან დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში შეამცირა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 16 მატჩში 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. ის 87-ე წუთზე
რატომღაც შეცვალეს, ანგარიში კი არ შეიცვალა.
„სენტ-ეტიენი“ 16 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა და 19 იანვარს „ნანტს“ უმასპინძლებს.
პსჟ – სენტ-ეტიენი 2:1
გოლები: 1:0 დემბელე (13), 2:0 დემბელე (23), 2:1 დავითაშვილი (64)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში