დავითაშვილის ულამაზესი გოლი და საგოლე გადაცემა – ის საუკეთესო იყო [VIDEO]

ლიგა 2-ის 30-ე ტურში „ბორდოსა“ და „პარიზის“ დაძაბული მატჩი 3:3 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულმა მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა (ეს მიმდინარე ჩემპიონატზე მისი მეოთხე გოლია) და საგოლე გადაცემა გააკეთა.
ამ შეხვედრამდე ჟირონდული გუნდის მწვრთნელმა ალბერტ რიერამ განაცხადა, რომ ზურიკოს გაცილებით მეტი შეუძლია, მისგან უფრო მაღალ შედეგიანობას ელის და ქართველმა იმედები არ გაუცრუა.
ზურიკომ ანალიტიკური საიტებისგან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: flashscore 8.2. Sofascore 8.1.
ჟირონდული გუნდი 38 ქულით მე-12 ადგილზეა და 6 აპრილს სტუმრად „კანს“ დაუპირისპირდება.
ბორდო – პარიზი 3:3
გოლები: 0:1 დიკო (34), 0:2 გოდენი (38), 1:2 დავითაშვილი (42), 2:2 ბარბე (48), 2:3 კებალი (52, პენ), 3:3 დიასი (90)
ბორდო სახელოვანი გუნდია და არც ლიგა 2 ხელწამოსაკრავი , მაგრამ ზურიკო არ მემეტება ქვედა დივიზიონისთვის, არც ჟორჟი(ისე მიდის მეცის საქმე). თან ევროზე გასვლამ ჩვენზე მეტად დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭებს უფრო მეტი ამბიციები გაუჩინა. ასე რომ მიდით ოქროებო, შებერეთ! გოლი კი მართლა მაგარი იყო! თურქეთის ნაჯრების კარს რომ დაამშვენებდა ისეთი იყო

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში