დავითაშვილის “სენტ-ეტიენმა” ზედიზედ მეორედ ითამაშა ფრედ

ლიგა 1-ის მეცხრამეტე ტურში „ოსერმა“ და „სენტ-ეტიენმა“ ქულები გაიყვეს – 1:1.
ინიციატივას სტუმრები ფლობდნენ, თუმცა უხიფათოდ უტევდნენ, მასპინძლებმა ორი მწვავე კონტრიერიში განახორციელეს, ჯერ ბურთი ძელს გაარტყეს, შემდეგ კი ტრაორემ შორიდან ლამაზი გოლით დააწინაურა თავისი გუნდი. პირველი ტაიმის დასასრულს „სენტ-ეტიენმა“ მაინც მოახერხა ანგარიშის გათანაბრება – საჯარიმოდან დავითაშვილის დარტყმული ბურთი მეკარე ლეონმა გაჭირვებით მოიგერია, რასაც ბოაკიეს გადაცემა და სტასენის გოლი მოჰყვა. მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა.
ზურიკომ შეუცვლელად ითამაშა – შეფასებები: flashscore 7.0, sofascore 6.6, whoscored
6.5.
შეგახსენებთ, პირველ წრეში დავითაშვილის ჰეთ-თრიკით „სენტ-ეტიენმა“ „ოსერს“ 3:1 მოუგო. ქართველის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 18 მატჩში 6 გოლი და 2 საგოლე პასია.
„სენტ-ეტიენმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა დაასრულა ფრედ, ამ მომენტისთვის 18 ქულით მეთოთხმეტე ადგილზეა და 2 თებერვალს გასვლაზე „ლილს“ დაუპირისპირდება.
ოსერი – სენტ-ეტიენი 1:1
გოლები: 1:0 ტრაორე (27), 1:1 სტასენი (45)