დავითაშვილის “სენტ-ეტიენი” სახლში “ლანსთან” დამარცხდა

ლიგა 1-ის მერვე ტურში „სენტ-ეტიენი“ საკუთარ მოედანზე „ლანსთან“ 0:2 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.3, flashscore 6.7, whoscored 6.6.
„სენტ-ეტიენი“ 7 ქულით ჯერჯერობით მე-13 ადგილზეა და 26 ოქტომბერს გასვლაზე „ანჟეს“ დაუპირისპირდება.
სენტ-ეტიენი – ლანსი 0:2
გოლები: 0:1 ფრანკოვსკი (20), 0:2 ლაბო-ლასკარი (79)