დავითაშვილის მოპოვებული პენალტი ვერ გამოიყენეს – “ბორდომ” ერთ-ერთ ლიდერს სძლია

ლიგა 2-ის 24-ე ტურში „ბორდომ“ სახლში მესამეადგილოსანი „გრენობლი“ 1:0 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი მე-60 წუთზე შევიდა შეცვლაზე, აქტიურად ჩაერთო თამი, 97-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, მცველმა ადრიენ მონფრეიმ წააქცია, მაგრამ იოან ბარბეს დარტყმული პენალტი მეკარე ბრის მობლემ მოიგერია.
დავითაშვილის თამაში flashscore-მა 6.9 ქულით, sofascore-მა კი 6.8-ით შეაფასა.
ჟირონდული გუნდი 31 ქულით მე-13 ადგილზეა და 19 თებერვალს გასვლაზე „ამიენს“ შეხვდება.
ბორდო – გრენობლი 1:0
გოლი: ვიპოტნიკი (4)
გამოუყენებელი პენალტი: ბარბე (90+9, ბორდო)