ლიგა 1-ის მეოთხე ტურში „სენტ-ეტიენმა“ სახლში „ლილი“ 1:0 დაამარცხა.
დებიუტში ზურიკო დავითაშვილმა მცველი რიბეირო ფინტით ჩამოიცილა, საჯარიმოში პასი გააკეთა და მატიე კაფარომ მასპინძლები დააწინაურა. ეს ამ სეზონში „სენტ-ეტიენის“ პირველი გოლია. შემდეგ დავითაშვილმა დრიბლინგი განახორციელა, დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთს მეკარე ლიუკა შევალიე დაეუფლა. ქართველი თამაშს ამწვავებდა, ნახევარმცველმა ანდრემ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. 70-ე წუთზე მასპინძლებს მეორე გოლის გატანა შეეძლოთ, როდესაც ლიუკა სტასენი შევალიესთან პირისპირ გავიდა და შანსი ვერ გამოიყენა. ბოლოს დავითაშვილმა ბურთი კარს მცირედით ააცილა და მატჩიც დასრულდა.
ზურიკო მწვრთნელმა
ოლივიე დალ’ოლიომ არ შეცვალა, მისი თამაში whoscored 8.1 ქულით შეაფასა, flashscore-მ 7.9 ქულით, ხოლო sofascore-მ 7.4-ით.
„სენტ-ეტიენმა“ სამი წაგების მერე მოიგო და 20 სექტემბერს გასვლაზე „ნიცას“ დაუპირისპირდება.
სენტ-ეტიენი – ლილი 1:0
გოლი: კაფარო (6)