დავითაშვილის გუნდი ოთხტაიმიან მატჩში 3:5 დამარცხდა

ამხანაგურ მატჩში „სენტ-ეტიენი“ ლიგა 2-ის „გრენობლთან“ 3:5 დამარცხდა.
შეხვედრა უჩვეულო ფორმატით, 4 30-წუთიანი ტაიმით ჩატარდა, „სენტ-ეტიენის“ ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა კი პირველი ორი ტაიმი ითამაშა.
მართალია, ამ დაპირისპირების სერიოზულად განხილვა არ შეიძლება, მაგრამ გამოჩნდა ოლივიე დალ’ოლიოს გუნდის დაცვის სისუსტე, როდესაც 17-წუთიან ინტერვალში 5 გოლი გაუშვა.
შემდეგ საკონტროლო შეხვედრას „სენტ-ეტიენი“ 7 აგვისტოს გასვლაზე „ხეტაფესთან“ გამართავს.
გრენობლი – სენტ-ეტიენი 5:3
გოლები: 0:1 ოსმანი (20), 1:1 ვალსი (27), 1:2 სილვესტრე (37), 1:3 ბა (39), 1:4 სბაი (43), 1:5 ბა (44),
2:5 აპია ( 61), 3:5 სისოკო (109)