დავიდ ტრეზეგე საქართველოში იმყოფება

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 2006 წლის ვერცხლის მედალოსანი, დავიდ ტრეზეგე საქართველოში იმყოფება.
ქვეყანაში ის “წალენჯიხის იუვენტუსის აკადემიის” მოწვევით იმყოფება და ვიზიტის ფარგლებში, საფეხბურთო აკადემიის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას.
“სამეგრელოს მონახულების შემდეგ, ფრანგი ფეხბურთელი “იუვენტუსის” ფანკლუბის წევრებს და ფეხბურთის გულშემატკივრებს შეხვდება.
დავიდ ტრეზეგე ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ამასთან, დავიდ ტრეზეგემ გადამწყვეტი როლი ითამაშა საფრანგეთის მიერ 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის მოგებაში, რადგან იტალიის წინააღმდეგ გამართულ ფინალში ე.წ. “ოქროს გოლი” სწორედ მან გაიტანა. სპორტული კარიერის განმავლობაში, ტრეზეგემ რამდენიმე კლუბი გამოიცვალა და ჯამში, 448 მატჩი ჩაატარა და 229 გოლი გაიტანა. ყველაზე დიდი დრო, კერძოდ ათი წელი, ტრეზეგემ ტურინის “იუვენტუსში” დაჰყო, სადაც 2000-2010 წლებში თამაშობდა” – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც “წალენჯიხის იუვენტუსის აკადემია” ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ტაბლიაშვილი: ვიკითხოთ, რაზე თუ რეიზა გამოცა ხალხი ქუჩაში და… მე ჩემს აზრს გეტყვით – მხოლოდ მაშინ, როცა ესენი მოგვცემენ საბაბ-მიზეზს, და ეს შეიძლება იყოს… საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება!

ვოლოდიმირ ზელენსკი – უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიები უკრაინისთვის, რაზეც ტრამპმაც გამოხატა მხარდაჭერა, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება უკრაინის ევროპულ და ნატო-ს პერსპექტივაზე – პუტინი ვერავის მოტყუებას ვერ შეძლებს