“ლელო” თბილისის ორგანიზაცია დააფუძნა. “დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქი”- ეს ორგანიზაციის მთავარი პროგრამული გზავნილი იქნება. ორგანიზაციის თავმჯდომარედ 800-მდე დელეგატმა არჩევნების გზით, საბა ბუაძე აირჩია.
ამით “ლელომ” წინასაარჩევნო კამპანიისთვის მზადება დაიწყო. ორგანიზაციის წევრები დედაქალაქში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს დაიწყებენ. თავმჯდომარის გარდა, არჩეულია, ორგანიზაციის 12 წევრი.