დღეს, 2 იანვარს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები კვლავ შეიკრიბებიან.
“2 იანვარს დავიბედოთ ერთმანეთი.
წელს დავინახეთ ის, რაც სცადეს, რომ დაგვვიწყებოდა: საქართველოს ჰყოლია თავისუფალი, ღირსეული, ამაყი, პატრიოტი მოქალაქეები, რომლებიც არ იღლებიან და არ ნებდებიან.
ამ დღეს მადლიერება გამოვხატოთ ერთმანეთისადმი და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ:
– თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!
– ვითხოვთ ახალ არჩევნებს!”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
