დ’ავერსა: გოგლიჩიძე გიჟივით მუშაობს და ჩვენი გზის მაგალითია

“ემპოლის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ გადაცემაში „გასახდელის ქრონიკებში“ პირად ცხოვრებაზე, თავის გუნდზე და საბა გოგლიჩიძეზეც ისაუბრა:
„მე ვთვლი, რომ ჩვენი გზის მაგალითი შეიძლება გოგლიჩიძე იყოს. როდესაც „ინტერთან“ გააძევეს, მოედანი იმედგაცრუებულმა დატოვა. უკვე მოედანზე ვიკისთან საუბრისას მივხვდი, რომ გააძევებდნენ. სახეზე აფარებული მაისური იმაზე მეტყველებდა, რამდენად დამწუხრებული იყო. მხოლოდ იმ შემთხვევაში გავბრაზდებოდი, ეს უაზრო სისულელე რომ ყოფილიყო, რომელიც ჩვენი პრინციპებისთვის მიუღებელი იქნებოდა.
როდესაც გუნდში მოვედი, მას ვარჯიშისას რიტმზე აყოლა უჭირდა. უთამაშებელი გახლდათ. იტალიურად ვერ ლაპარაკობს, ინგლისურად – ცოტას. მასთან გასაუბრებაც კი ძნელია,
მაგრამ გიჟივით მუშაობს. მე უბრალოდ ავუხსენი, რომ ახალი წესების და VAR-ის გამო მცირე კონტაქტისას უფრო ფრთხილი უნდა იყოს. იქცევა როგორც პროფესიონალი და ეს ისაა, რაც გვჭირდება“.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში