დაველოდოთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ვფიქრობ, ორივე მხარისგან უკვე გაკეთდა საკმარისზე მეტი განმარტებები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის დისკუსიებისთის.
„დისკუსიას აზრი ყოველთვის აქვს, თუკი იგი გამიზნულია იმისკენ, რომ მოხდეს შეთანხმება. გამოსავალი უნდა იყოს მოძიებული. აზრი რატომ არ აქვს?! პრობლემა ის არის, რომ მანამდე არ იყო კონკრეტული თანმხვედრი იდეები, წინადადებები. ვენეციის კომისია მუშაობს, ვიცი.
დაველოდოთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ვფიქრობ, ორივე მხარისგან უკვე გაკეთდა საკმარისზე მეტი განმარტებები. იგივე, პრემიერმაც არაერთხელ თქვა, რომ ჩვენი გუნდი არის მზად დისკუსიისთვის, მათ შორის პარტნიორებთან. უნდა გავიგოთ, რა არის მიუღებელი და ვფიქრობ, რაღაც გამოსავალს გამოვნახავთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.