“დაველოდები პუტინს ხუთშაბათს თურქეთში” – ზელენსკი რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტას ელოდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთისგან ელოდება ცეცხლის შეწყვეტას და პირადად დაელოდება ვლადიმერ პუტინს თურქეთში.

“ჩვენ ველოდებით ხვალიდან ცეცხლის შეწყვეტას – სრულს და ხანგრძლივს, რათა დიპლომატიას საჭირო საფუძველი მივცეთ. არ აქვს აზრი მკვლელობების გაგრძელებას. და დაველოდები პუტინს ხუთშაბათს თურქეთში. პირადად. იმედი მაქვს, რომ რუსები ამჯერად არ დაიწყებენ მიზეზების ძებნას, თუ რატომ არ შეუძლიათ” – აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, 15 მაისს თურქეთში პუტინთან შეხვედრას დათანხმებოდა.

“რუსეთის პრეზიდენტ პუტინს არ სურს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადება, არამედ ხუთშაბათს, თურქეთში შეხვედრა სურს, რათა სისხლისღვრის შესაძლო დასრულებაზე მოლაპარაკება მოხდეს. ამას დაუყოვნებლივ უნდა დაეთანხმოს. ყოველ შემთხვევაში, მათ შეეძლებათ განსაზღვრონ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა, ხოლო თუ ეს ასე არ არის, ევროპელ ლიდერებს და -ს ეცოდინებათ, რა მდგომარეობაა და შეეძლებათ შესაბამისად განაგრძონ! მეეჭვება, რომ შეთანხმებას დადებს პუტინთან, რომელიც ძალიან დაკავებულია მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების აღნიშვნით, რომლის მოგებაც არ გამოვიდოდა აშშ-ის გარეშე (ახლოსაც ვერ მივიდოდა!). გამართეთ შეხვედრა ახლავე!!!” – წერს აშშ-ის პრეზიდენტი “Trush Social”-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ