„ბარსელონამ“ განახლებულ „კამპ ნოუზე“ ღია ვარჯიში ჩაატარა და 22 ნოემბერს „ატლეტიკის“ მასპინძლობასაც აპირებს. სტადიონის ტევადობა 105 ათასამდე გაიზრდება, კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა კი ლეო მესის გამოსამშვიდობებელი მატჩის გამართვას გეგმავს.
თავად მესი მოულოდნელად „კამპ ნოუზე“ მივიდა, სურათები გადაიღო და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: „დავბრუნდი იმ ადგილზე, რომელიც ძალიან მენატრება, სადაც უზომოდ ბედნიერი ვიყავი, სადაც ბიჭებმა თავი ათასჯერ მაგრძნობინეს მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ადამიანად. იმედია, ერთხელ შევძლებ დაბრუნებას და არა მხოლოდ იმისათვის, რათა დავემშვიდობო როგორც ფეხბურთელი, რაც ვერ მოვახერხე“.
„ბარსელონა“ არგენტინელის ვიზიტს გამოეხმაურა: „ შენ საკუთარ სახლში ყოველთვის სასურველი სტუმარი ხარ, ლეო“.
ის „ბარსას“ სისტემაში 2000 წელს მოხვდა, პირველ გუნდში პირველად 2003 წელს ითამაშა, 778 შეხვედრაში 672 გოლი გაიტანა, 305 საგოლე გადაცემა გააკეთა და 35 ტიტული მოიგო.
“11 ადამიანის 12-ის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია” – “ლიონისა” და პსჟ-ის მატჩში მსაჯობას დიდი სკანდალი მოჰყვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ლიონთან” მატჩში?
“ჯიუტად აგრძელებენ იმას, რაც წარუმატებლობისთვის განწირულია” – გულიტმა “ბარსელონას” შესახებ ისაუბრა
საბა ლობჟანიძეს “ატლანტა იუნაიტედი” “ბარსელონას” ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
“არ მინდა თავმდაბალი ვიყო, მე მესიზე უკეთესი ვარ” – კრიშტიანო რონალდო
“მილანს” ლევანდოვსკი სურს – აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ალვარესი “ატლეტიკოში” მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება – ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
ოსიმენის ჰეთ-თრიკი, “ბრიუგესა” და” ბარსელონას” საბრძოლო ფრე და ზარია “სან სიროზე”
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი – გრიზმანმა მესის გადაასწრო
[VIDEO] კრიშტიანოსა და მესის გარეშე – მოდრიჩმა მისთვის ყველა დროის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
“ფეხბურთსა და ცხოვრებაში ახალი რაღაცის სწავლა ყოველთვის შეგიძლია” – ლიონელ მესი
მესი 4 თვით ევროპაში დაბრუნდება? – არგენტინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
მესის მაიამის გასაღები გადასცეს




