“დავბრუნდები თუ არა “ბარსელონაში”? – ლუის ენრიკემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

“პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ L’equipe-თან ინტერვიუში სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, უახლოეს პერიოდში პარიზული კლუბის დატოვებას არ გეგმავს.
“დავბრუნდები თუ არა “ბარსელონაში”? იქ შესანიშნავი პერიოდი გავატარე და ეს კლუბი ძალიან მიყვარს, თუმცა “პარი სენ ჟერმენთან” კონტრაქტი მაკავშირებს და პროექტი, რომელიც ხელაიფთან ერთად შევიმუშავე, აუცილებლად უნდა განვახორციელო”, – განაცხადა ენრიკემ.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პსჟ “ბარსელონას” დაუპირისპირდება. გუნდებს შორის პირველი მატჩი 10 აპრილს, ხოლო განმეორებითი შეხვედრა 16 აპრილს გაიმართება.
-659668dc07693.jpg” border=”0″ alt=”alt” title=””დავბრუნდები თუ არა “ბარსელონაში”? – ლუის ენრიკემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა” style=”height: 50px; width: 50px;” />”ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, ტიტულების მოგებას კიდევ ვეცდებით” – ლუის ენრიკე