დავაფიქსირეთ არაერთი ფაქტი სრულიად შემთხვევით, მათ შორის წამოცდენების საფუძველზე, როცა ქვეყნის გარედან ფინანსდებოდა საქართველოში პოლარიზაცია, რადიკალიზმი

დავაფიქსირეთ არაერთი ფაქტი სრულიად შემთხვევით, მათ შორის წამოცდენების საფუძველზე, როცა ქვეყნის გარედან ფინანსდებოდა საქართველოში პოლარიზაცია, რადიკალიზმი
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მიღების აუცილებლობაზე პრემიერ-მინისტრმა, მ “ღამის კურიერის” ეთერში კიდევ ერთხელ ისაუბრა. პრემიერმა განმარტა, თუ რა იყო კანონპროექტის მიღების აუცილებლობის საფუძველი.
პრემიერის თქმითვე, არასამთავრობო ორგანიზაციებს ფინანსები გამჭვირვალე არ აქვთ.
“ჩვენ მუდმივად ვტრიალებთ ე.წ. პოლარიზაციისა და რადიკალიზმის ჩაკეტილ წრეზე. არის ჩაკეტილი წერე, რაც, რა თქმა უნდა, აფერხებს ქვეყნის განვითარებას. ჩვენ დავაფიქსირეთ არაერთი ფაქტი სრულიად შემთხვევით, მათ შორის წამოცდენების საფუძველზე, როდესაც ქვეყნის გარედან ფინანსდებოდა საქართველოში პოლარიზაცია, რადიკალიზმი. შეგახსენებთ ერთ-ერთ ფაქტს, ეს იყო პარტია “დროას” დაფინანსება. ერთი რომ პარტიის დაფინანსება გარედან ყველა ქვეყანაში იკრძალება, ეს არის აბსოლუტურად არაკონსტიტუციური მოვლენა. შემთხვევით დაფიქსირდა ფაქტი, არ ვიცი წამოსცდა თუ რა იყო, საკუთარ Facebook-გვერდზე “დროას” ხელმძღვანელმა დაწერა, რომ მადლობას უხდიდა “ევროპის დემოკრატიის ფონდს” საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერისთვის. არამარტო პარტიას აფინანსებდნენ, პირდაპირ საარჩევნო კამპანია დაუფინანსეს პარტია “დროას.” იყო ყალბი “ენჯეო” შექმნილი, სინამდვილეში ეს იყო ასლი პარტია “დროასი.” როგორც კი გასაჯაროვდა ინფორმაცია და ჩვენ უზრუნველყავით ამის გასაჯაროება, მაშივე “ევროპის დემოკრატიის ფონდმა” შეწყვიტა “დროას” დაფინანსება.
როგორც კი გამჭვირვალე გახდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ორგანიზაციების მეშვეობით, ხდება საქართველოში რადიკალიზმის პოლარიზაციის დაფინანსება. მაშინვე შეწყდება ეს პრაქტიკა და ეს ქვეყანა დამშვიდდება. საქართველოში მთავარ პრობლემას ქმნიან დიდი “ენჯეოები”. ისინი გამოდიოდნენ პოლიტიკურ სცენაზე, როდესაც ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას და ა.შ. რაც საერთოდ არ არის ბუნებრივია “ენჯეოს” საქმე.
რაც შეეხება ზოგადად გამჭვირვალობას, ჩვენ რომ შევისწავლეთ ეს პრაქტიკა, უმსხვილესი ორგანიზაციების უდიდესი ნაწილიც არავითარ ფინანსებს არ ასაჯაროებს. ეს პრაქტიკა არ არის დანერგილი. მაქსიმუმ შეიძლება ცალკეულ ორგანიზაციებს ჰქონდეს უზოგადესი ინფორმაცია პროექტებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ პროექტის ფარგლებშიც, რაზე იხარჯება თანხები, ეს საერთოდ არ არის ჩაშლილი,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Next: თუ თეორიულად შეიძლება წარმოვიდგინოთ კოლექტიური “ნაცმოძრაობის” მოსვლა ხელისუფლებაში, მე გარანტიას გაძლევთ, რომ დღეებში, საქართველო გახდება მეორე ფრონტი

ასევე დაგაინტერესებთ

ვერც ერთი სანქცია ვერ შეაშინებს ვერც ბიძინა ივანიშვილს, ვერც ჩვენ-მისი გუნდის თითოეულ წევრს. ძალიან არაეფექტურია სანქციების ენით საუბარი, ვერ შეგვაცვლევინებენ მშვიდობის პოლიტიკას რითაც იმართება ჩვენი ქვეყანა

ქართული რევოლუციების ერთ-ერთი სპონსორის, ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა, არჩევნების წინ შეფასება და რევოლუციური სცენარი უკვე მოამზადა