დავასრულებ ყველა საერთაშორისო კრიზისს, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომს – დონალდ ტრამპი

ჩვენმა ოპონენტებმა მშვიდობიან მსოფლიო მიიღეს მემკვიდრეობად და ომის პლანეტად აქციეს – დავასრულებ ყველა საერთაშორისო კრიზისს, რომელიც ამ ადმინისტრაციამ შექმნა, – ამის შესახებ -ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა მილუოკიში, “რესპუბლიკური პარტიის” ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ს ადმინისტრაცია ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
„ამ კატასტროფით გათამამებული ში შეიჭრა. ისრაელმა გადაიტანა ყველაზე საშინელი თავდასხმა მის ისტორიაში. ახლა ჩინეთი დასტრიალებს ტაივანს“, – აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, არ მოხდებოდა არც რუსეთ-უკრაინის ომი და არც -„ჰამასის“ ომი.
„დავასრულებ ყველა საერთაშორისო კრიზისს, რომელიც ამ ადმინისტრაციამ შექმნა, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომს, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი და ასევე ისრაელზე თავდასხმის შედეგად გამოწვეულ ომს, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, – აღნიშნა ტრამპმა.