წერს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე წერს, რომ 17 მაისს საპატრიარქოს დაგეგმილ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობას უერთდება.
“ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები – ურთიერთდაპირისპირებულად წარმოაჩინოს!
პირიქით, სწორედ ამაშია ჩვენი სამშობლოს, მისი ეროვნული იდენტობის, ღირსეული ევროპული მომავლის, ქვეყნის გამთლიანების, ფიზიკური და სულიერი გადარჩენის გასაღები!
ხვალ, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა!
სწორედ ამ დღეს, კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, სად, რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
#მამულიენასარწმუნოება. #ღირსებითევროპისკენ” – წერს მდინარაძე.
მთავრობამ “ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით” 17 მაისი უქმე დღედ გამოაცხადა. დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.
საპატრიარქოს ინფორმაციით, 17 მაისს, რომელიც ილია მეორის მიერ ოჯახის სიწმინდის დღედ არის გამოცხადებული, სამღვდელოება და მრევლი ქაშვეთის ტაძარში შეიკრიბება, საიდანაც მსვლელობით სამების საკათედრო ტაძარში გადაინაცვლებენ.