“დავაკავეთ საქართველოს მოქალაქე რუსეთში ჩადენილი მკვლელობისთვის” – აფხაზური მხარე

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მათი უწყების თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ შულაია, რომელიც ძებნაში იმყოფებოდა 2002 წელს ს ტერიტორიაზე ჩადენილი მკვლელობისთვის.
როგორც უწყების პრესსამსახური აცხადებს, შულაია ს ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა, შესაბამისი ნებართვის გარეშე.
“არსებული ოპერატიული მონაცემებით, იგი შედიოდა კრიმინალური ჯგუფის შემადგენლობაში, რომელიც მოქმედებდა საქართველოსა და რუსეთის ტერიტორიაზე. შულაია გადაეცა რუსეთის ფედერაციას შემდგომი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების გასატარებლად”, – აცხადებს აფხაზური მხარე.

ასევე დაგაინტერესებთ