დაესწარი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას ქალებისათვის სპეციალური სასწავლო კონკურსის- სტიპენდიის შესახებ და გაიგე როგორ მოიპოვო 100% იანი დაფინანსება

განათლების მთავარი მხარდამჭერია

, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახალი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკის, მასტერქარდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, ქალებისათვის სპეციალური სასწავლო კონკურსი- სტიპენდია შეიქმნა.

ახალი ინიციატივა ქალებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება პარტნიორ აკადემიებში და დაეუფლონ ახალ პროფესიას ს მიმართულებით. პროექტში მონაწილეობა და განაცხადის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ქალს, ვისაც აინტერესებს .

სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები შეირჩევიან წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, რასაც თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს. საწყის ეტაპზე საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა Stipendia.bog.ge-ზე, დაწეროთ სამოტივაციო წერილი და დაელოდოთ პასუხს გასაუბრების თაობაზე.

აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო და ის 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.

სწორედ ამ კურსებთან დაკავშირებით, 21 ნოემბერს, 18:00 საათზე საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და პარტნიორი აკადემიების წარმომადგენლები გამართავენ ონლაინ შეხვედრას, სადაც დაინტერესებულ ქალებს დეტალურად მოუყვებიან პროექტის შესახებ.

შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე:

რაც შეეხება ბანკის პარტნიორ აკადემიებს, რომლებიც ჩართული არიან ამ სასტიპენდიო პროგრამაში, სია ასე გამოიყურება:

  • სმარტ აკადემია – Smart Academy;
  • თბილისის კომუნიკაციის სკოლა – Tbilisi School of Communication;
  • ციფრული ინდუსტრიის აკადემია – Academy of Digital Industry;
  • ეჯაილ სქული – AgileSchool;
  • სქილვილი – Skillwill;
  • სქეილაფი – ScaleUp.