დაესწარი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას ქალებისათვის სპეციალური სასწავლო კონკურსის – სტიპენდიის შესახებ

დაესწარი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას ქალებისათვის სპეციალური სასწავლო კონკურსის – სტიპენდიის შესახებ და გაიგე როგორ მოიპოვო 100% იანი დაფინანსება.
, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახალი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკის, მასტერქარდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, ქალებისათვის სპეციალური სასწავლო კონკურსი- AI სტიპენდია შეიქმნა.
ახალი ინიციატივა ქალებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება პარტნიორ აკადემიებში და დაეუფლონ ახალ პროფესიას ს მიმართულებით. პროექტში მონაწილეობა და განაცხადის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ქალს, ვისაც აინტერესებს .
სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები შეირჩევიან წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, რასაც თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს. საწყის ეტაპზე საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა Stipendia.bog.ge-ზე, დაწეროთ სამოტივაციო წერილი და დაელოდოთ პასუხს გასაუბრების თაობაზე.
აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო და ის 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.
სწორედ ამ კურსებთან დაკავშირებით, 21 ნოემბერს, 18:00 საათზე ს, UN Women-ისა და პარტნიორი აკადემიების წარმომადგენლები გამართავენ ონლაინ შეხვედრას, სადაც დაინტერესებულ ქალებს დეტალურად მოუყვებიან პროექტის შესახებ.
შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე:
რაც შეეხება ბანკის პარტნიორ აკადემიებს, რომლებიც ჩართული არიან ამ სასტიპენდიო პროგრამაში, სია ასე გამოიყურება:
· სმარტ აკადემია – Smart Academy;
· თბილისის კომუნიკაციის სკოლა – Tbilisi School of Communication;
· ციფრული ინდუსტრიის აკადემია – Academy of Digital Industry;
· ეჯაილ სქული – AgileSchool;
· სქილვილი – Skillwill;
· სქეილაფი – ScaleUp.