,, დაენგრათ ქართველ ექსპერტებს “ანალიზები” და “გათვლები” – გიორგი ფოფხაძე
საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,მოლოდინები ულტრამემარჯვენეების არიქა და ტოტალური გამარჯვების შესახებ გადამეტებული აღმოჩნდა და დაენგრათ ქართველ ექსპერტებს “ანალიზები” და “გათვლები”..
დიახ, ულტრამემარჯვენეებმა საკმაო ხმები დააგროვეს წინა არჩევნებთან შედარებით მაგრამ, არა იმდენი რომ, მათ შექმნან კლიმატი ევროპის პოლიტიკურ რუქაზე..
მაშინ რატომ გადადგნენ მთავრობები ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში (ბელგია) და რატომ დანიშნა მაგალითად პრეზიდენტმა მაკრონმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები?..
პასუხი ძალიან მარტივია და ძალიან რთულად გასაგები ქართული სინამდვილისთვის. საქმე იმაშია რომ, ევროპაში პოლიტიოსები სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას გრძნობენ ამომრჩევლის წინაშე და ხვდებიან რომ, მათი და მხოლოდ მათი ბრალია ეს შედეგები. ხვდებიან რომ, სადღაც დააშავეს, რაღაც ვერ შეუსრულეს ამომრჩეველს და წასვლის დროა.. სულ ესაა და ეს, ამას გვასწავლის დემოკრატიის მარტივი ანა ბანა და არა იმას რაც საქართველოში ხდება ბოლო 30 წლის განმავლობაში.
მადლობა ყურადღებისთვის.”