დადიანის ქუჩაზე აფთიაქში ჭერი ჩამოინგრა – ადგილზე მაშველები მუშაობენ

დადიანის ქუჩაზე მდებარე “ავერსის” აფთიაქში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ჭერი ჩამოინგრა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი.
ადგილზე 4 სახანძრო ბრიგადა და საგანგებო სიტუაციების 30-მდე თანამშრომელია მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო ეკიპაჟებიც.
კორპუსიდან, სადაც აფთიაქი მდებარეობს, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
წყარო: tvpirveli.ge