ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი 26 თებერვალს გაგრძელდება. დაცვის მხარემ დასაკითხ პირთა სიიდან მოწმეები მოხსნა. ადვოკატის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ბრალდებულთა კონსულტაციის საფუძველზე, დროის მოგების მიზნით იქნა მიღებული.
“დროში რომ მოვიგოთ, რადგან დაცვის მხარის მოწმეები არავითარ მნიშვნელოვან ინფორმაციას არ ფლობენ ამ საქმესთან დაკავშირებით, დაცვის მხარემ გადაწყვიტა, რომ მოწმეები არ დაეკითხა” ამბობს ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა.
დედის განცხადებით კი სასამართლოსგან გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი არ აქვთ, შესაბამისად გამამტყუნებელი გადაწყვეტილებისთანავე მიმართავენ პრეზიდენტს 21 წლის ახალგაზრდის შეწყალების მოთხოვნით:
“10 თვეა მიმდინარეობს და არაფერი დამადასტურებელ არ არსებობს, რომ ლაზარე დამნაშავეა ამ საქმეში. ვფიქრობთ, რომ იქნება გამამტყუნებელი ვერდიქტი. დადგება თუ არა განაჩენი, მაშინვე მივმართავთ ქალბატონ პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე” ამბობს თამთა კალანდაძე, ლაზარეს დედა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა დღეს გაიმართა. სხდომის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან სამოქალაქო აქტივისტები და ლაზარეს მეგობრები იყვნენ შეკრებილები.
დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, სასამართლოს ლაზარე გრიგორიადისი არც ჩვენებას მისცემს და არც დასკვნითი სიტყვის უფლებით არ ისარგებლებს.